You are currently browsing the tag archive for the ‘ყავა’ tag.

image_t6

ყავის სახეობის სიყვარულსა და ადამიანის ხასიათს შორის კავშირი არსებობს. კონკრეტული ტიპის ყავის სიყვარულს შეუძლია გაამჟღანოს, რამდენად ღია ან ჩაკეტილი, მომთმენი, გულითადი თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მეცნიერმა რამანი დურვასულამ ყავის 1000 მოყვარულს შორის ჩაატარა კვლევა.

Read the rest of this entry »

Advertisements

როცა დილას მდედრობითი სქესის მეგობარს ურეკავთ და ყურმილში მის ლომის ხმაზე ჩამოსულ ბანს ვერ ცნობთ, ეს ყავის “ლომკის” ბრალია. დიახ, ბევრი ჩვენგანის დილა და შეგნებული არსებობა ერთი ფინჯანი ყავის ან ჩაის მირთმევის შედეგად იწყება. სხვათა შორის,  ამიტომაც გესალმებით ხოლმე ჩვენს ფეისბუკზე ფინჯანი ყავით.

და მაინც, რა თვისებები აქვს ყავასა და ჩაის ასეთი, რომ მათ გარეშე ჩვენი გონება არ Start-დება? ნახეთ ეს ინფოგრაფიკა.

დილა მშვიდობისა!

ამ ვიდეოს ნახვისას მხოლოდ ერთი კითხვა გამიჩნდა, ყავა ცხელი იყო თუ არა! მაგრამ მალევე ვუპასუხე, რადგან ჩაიდანით იყო… ესე იგი… :)))

ბრაზილიურმა სააგენტო Giovanni + Draft FCB–მა რუს ილუსტრატორს  ანდრეი გორდევს  ყავისთვის სახელწოდებით Taina, სარეკლამო პოსტერები დაუკევთა. ნამუშვრები შესრულებული იყო ავტორის ცნობილი მანერით, სადაც დაფარულია კომპანიის იდეა და აქცენტი კეთდება ყავა Taina–ს ღირებულებაზე.

ყავა არ გაძლევთ ძილის საშუალებას იმ მოცემულ სიტუაციებში, სადაც ძილი შესაძლოა აღმოჩნდეს დამღუპველი და კატასტროფული. ეს ყველაფერი გადმოცემულია პირდაპირ და ხატოვნად!

Café Tainá: Don’t Sleep, Prisoner

Read the rest of this entry »

კელნის კულინარებმა, გადაწყვიტეს გერმანელი გურმანების გემოს რეცეფტორების გამოცდა და პირველებმა შექმნეს ყავის ძეხვი. ხორცის მაღაზიის მეპატრონე პეტერ მატერნიხი და ყავის მოყვარული მიხაელ გლისი აღმერთებენ კულინარულ ექსპერიმენტებს.

მატერნიხი კლიენტებს სთავაზობდა შოკოლადიან სოსისებს და სამკურნალო ბალახებით შეზავებულ ძეხვს, თუმცა მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა და აგრძელებდა ექსპერიმენტს.

ყავის ძეხვის შექმნის იდეის განსახორციალებლად, მან მიმართა თავის მეგობარ მიხაელ გლისს. მათთვის ყველაზე რთული გამოდგა ყავის ხარისხის შერჩევა.

აღმოჩნდა, რომ ძეხვში ყველა სახის ყავა როდი გამოდგება. ასე მაგალითად, მძაფრი არომატის გამო, არ ივარგებს ყავა ესპრესსო. ექსპერიმენტებისა და შეცდომების გავლით, კულინარები მივიდნენ სასურველ დასკვნამდე: მათ შედევრს ყველაზე მეტად მოუხდა რბილი ყავა კენიიდან და მექსიკიდან.

ერთ კილოგრამ ფარშს 20 გრ. დაფქული ყავა ჭირდება. როგორც მოტერნიხი ირწმუნება, ყავის ძეხვი, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს კათხა ლუდის მოყვარულთაც.

ჯულია რობერტსი იტალიური ყავა Lavazza-ს სარეკლამო რგოლში გადაიღეს. 45 წამიან კლიპში გადაღებისთვის, სადაც ის ერთ სიტყვასაც არ ამბობს, მსახიობმა 1,2 მლნ ევრო მიიღო.

რეკლამაში მსახიობი მხატვრის წინაშე პოზირებს და ზღვის ნიჟარაზე დგას. რგოლის სიუჟეტი ბოტიჩელის ტილოს – “ვენერას დაბადებას” ასახავს.

რეკლამაში ცნობილი იტალიელი წამყვანი და კომიკოსი მსახიობები პაოლო ბონოლისი და ლუკა ლაურენტიც მონაწილეობენ, რომლებიც  ბრენდ Lavazza-ს 2000 წლიდან უკეთებენ რეკლამას.

ახალი რეკლამის გადაღებები რომში მიმდინარეობდა.

Gov 2.0. საზოგადოებასთან ურთიერთობა საჯარო უწყებებში

Government 2.0. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ საჯარო უწყების საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მეთოდიკის გამოყენება საქამიანობაში, გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, სამოქმედო და ტაქტიკური გეგმების შედგენა, საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაზისო დოკუმენტების შედგენა, მედიასთან ურთიერთობის ახალი ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო მოდელისა და წარმატებულად ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა.რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.http://prschool.ge/geo/applicationform.php

ლონდონის სააგენტო Karmarama–მ   ყავა Costa–თვის გადაიღო სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომელშიც მთავარ როლს მაიმუნები ასრულებენ.

ამ იდეის საფუძველს  წარმოადგენდა თეორემა, რომელიც დამტკიცებულია, რომ  საბეჭდი მანქანის კლავიშზე ერთი დარტყმით, მაიმუნი ადრე თუ გვიან ამობეჭდავს შექსპირის ერთ პიესას მაინც. კრეატივის მოყვარულებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რა მოხდებოდა თუ საბეჭდი მანქანის ნაცვლად მაიმუნებს დაუდგმადნენ ყავის ელექტრო მადუღარას. შეძლებენ ისინი მოადუღონო ერთი ფინჯანი ყავა?

ერთი სიტყვით მაიმუნებმა ეს ვერ შეძლეს, თავი ვერ გაართვეს აპარატურას…. ნამდვილი ომი გამართეს! ერთი ფინაჯანი ყავა, თანაც კარგი, მხოლოდ ერთ კნოპკაზე დაჭერას არ ითვალისწინებდა… მიიღო კარგი ყავა – ამ სფეროში გამოცდილი ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილების შედეგადააა შესაძლებელი!

სოციალური მედია ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში

სოციალური მედიის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენოს განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანებმა ვებ2-ის პლატფორმა საკუთარი იმიჯის ფორმირებისა თუ პიარ კამპანიის საწარმოებლად და მიმართოს ის საკუთარი ინტერესებისა თუ კომპანიის მიზნების ეფექტურად შესრულებისკენ. მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც მათ სოციალურ მედია-ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. ლექციებს სოციალური მედიის ექსპერტი, 2005 წლიდან ბლოგერი, ასევე პროექტ “ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგის ხელმძღვანელი დოდი ხარხელი წაიკითხავს.

რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს: http://prschool.ge/geo/applicationform.php


რა ვთქვა, რით გაგახაროთ ამ დილაადრიან?

ვიტყვი ერთს: დილას ყავას არაფერი მირჩევნია!

ათასი რამე მომისმენია, ხან რძე თაფლითო, ხან მინერალური წყალი და ხან კიდევ ნატურალური წვენიო.

მაგრამ ყავას არაფერი შეედრება – დაჯდები პირველ ყლუპს მოსვამ და პირველ ნაფაზსაც მიაყოლებ და მშვიდი თვალებით შეხედავ ჰორიზონტს.

ამ დროს წარმოიდგენ, რომ თვალუწვდენელ პლანტაციებში გაშენებულ ფაზენდაში ხარ “კრესლო–კაჩალკაზე” მოკალათებული. დილის ნამი ჯერ კიდევ არ შეშრობია ბალახს და პლანტაციებში უკვე ისმის მხიარული მუშა–მოსამსახურეების შეძახილები.

შენ თბილი პლედი გაქვს მოხურული და გასცქერი ჰორიზონტს. წინ კილიმანჯაროა, სადღაც ცაში ნელ–ნელა იფანტება ბურუსი და პირველი მზის სხივები ცელქობას იწყებენ ყავის ხეებზე.

ნოსტალგიის ჩასახშობად, გვერდზე ადესა–იზაბელას ხეივანი გაქვს გაკეთებული და დიიიიიდი პოსტერი მყინვარწვერისა. (ნუ მეტეხის ტაძარი და აბანოთუბნის ხედებიც შეიძლება).

ახლად მოკრეფილი და ახლადმოხალული ყავის სურნელი სამშობლოზე გაუთავებელ ფიქრს გაწყებინებს, შენ დგები და მიდიხარ აეროპორტში და ჩამოდიხარ თბილისში, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელში დიდხანს ჩერდები, რომ თბილისური ‘ფეიქ’ ყავის სურნელი კიდევ ერთხელ შეიგრძნო 🙂 🙂 :).

არადა, რა კარგად დავიწყე და რა ცუდად ვამთავრებ ჩემს ოცნებებს? :).

მოკლედ, ყავის ახალ დიზაინებს გთავაზობთ.

წავედი ისევ უნდა გავაგრძელო ოცნება, იქნებ ახლა მაინც მოვიფიქრო რამე კარგი :).

 

სოციალური მედია ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში

სოციალური მედიის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენოს განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანებმა ვებ2-ის პლატფორმა საკუთარი იმიჯის ფორმირებისა თუ პიარ კამპანიის საწარმოებლად და მიმართოს ის საკუთარი ინტერესებისა თუ კომპანიის მიზნების ეფექტურად შესრულებისკენ. მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც მათ სოციალურ მედია-ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. ლექციებს სოციალური მედიის ექსპერტი, 2005 წლიდან ბლოგერი, ასევე პროექტ “ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგის ხელმძღვანელი დოდი ხარხელი წაიკითხავს.

რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს: http://prschool.ge/geo/applicationform.php

ბრიტანელმა რეჟისორმა გაი რიჩიმ კომპანია  Nestlе Nespresso–სთვის ახალი  სარეკლამო ვიდეო–რგოლი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს  ჯორჯ კლუნი ასრულებს.

ვიოდე სახელწოდებით “The Сapsule”  ტელეარხებზე 8 ნოემბრიდან გამოჩნდება.

ჯორჯ კლუნი წარმოდგენილია როგორც ბრენდ Nespresso–ს სახე (მსახიობი ამ ბრენდის სახეა 2006 წლიდან) და მისი თავყვანისმცემელი. მას უწევს გააკეთოს არც ისე იოლი არჩევანი ერთი ჭიქა ესპრესოსა და თაყვანისმცემელ ქალს  შორის.

ვიდეო რგოლში ასევე მონაწილეობენ  ჯენიფერ როუზი და ქეით სანდერსი.

30 წამიანი ვიდე რგოლი გადაღებულია მილანში, გარიბალდის რაიონში. მასზე 30–მდე სპეცისლიტები მონაწილეობდნენ იტალიიდან, საფრანგეტთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

აღნიშნული ბრენდი წარმოდგენილია 50 ქვეყანაში. კომპანიის წლიური შემოსავალი 3 მილიარდ დოლარამდე აღწევს.

ვიდრე ახალ  ვიდეო რგოლს ვიხილავთ, მანამდე გავიხსენოთ…

P.S. ისე რა ყავაა, რომ ამდენ ლამაზმანს ეს კაცი გაღიმებულს ტოვებდა :)))))

სოციალური მედია ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში

სოციალური მედიის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენოს განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანებმა ვებ2-ის პლატფორმა საკუთარი იმიჯის ფორმირებისა თუ პიარ კამპანიის საწარმოებლად და მიმართოს ის საკუთარი ინტერესებისა თუ კომპანიის მიზნების ეფექტურად შესრულებისკენ. მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც მათ სოციალურ მედია-ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. ლექციებს სოციალური მედიის ექსპერტი, 2005 წლიდან ბლოგერი, ასევე პროექტ “ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგის ხელმძღვანელი დოდი ხარხელი წაიკითხავს.

რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს: http://prschool.ge/geo/applicationform.php


 

ფეხბურთი აქტუალურ ფაზაში შედის, ესპანეთის გამარჯვების შემდეგ კი, ჩემი ახლობლისთვის ჩემპიონატი, ფაქტობრივად, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილადაც იქცა, თუმცა მე ფეხბურთზე მაინც არ მეწერინება. „მეწერინება“ – რა უცნაური სიტყვააა არა?!… რამდენად მართებულია არ ვიცი, მაგრამ მე, ნამდვილად, არ მომიგონებია! ერთი სტიყვით, არ მეწერინება და მორჩა!

ადამიანის ბუნება ხომ იცით? საკუთარ თავს, ნამდვილად, ვერ დავაძალებ და ვერ გავიმეტებ ამისათვის! ან რა უნდა დავწერო? ერთხელ სახლში ვაღიარე, რომ ბრაზილიას ვგულშემატკივრობ–მეთქი, და…. ჩემმა ძმამ მეორე ოთახიდან გამომძახა,: მაგას პაპუა გვინეა ჯობია, შენ ეგ უფრო მოგეწონებაო . . . წარმოგიდგენია? მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, ფეხბურთში დილეტანტობასაც კი ვერ დავიბრალებ, ამიტომ ისევ სჯობს იმაზე ვწერო, რაც ოდნავ მაინც გამეგება!

როდესაც ჩემმა შეფმა დამავალა ინტერნეტის საშუალებით მსოფლიო პიარისთვის თვალი შემევლო, ნამდვილად, ვერ წარმოვიდგენდი, ამდენ საინტერესო თემას თუ წავაწყდებოდი. მსოფლიო პიარი ხომ პიარობს და ერთ ამბავშია, მაგრამ თურმე რა თამაშებს აღარ იგონებენ.

დღევანდელი პოსტით სურვილი გამიჩნდა, ყავის მოყვარულ ჩემს თანამშრომლებსა და განსაკუთრებით კი ქეთის შევეხმიანო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ყავის დადებით და გამაცოცხლებელ ფუნქციებზე ბლოგის მეშვეობით გვარწმუნებდა.

რატომ ვხარჯავთ ფულს ყავაში, როცა სრულიად მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე Tchibobean.ru-ზე შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი პერსონალური ყავის ხე და დაამზადოთ, სწორედ, იმ ყავის სახეობა, რომელიც ყველაზე მეტად გსურთ.

შენც დარგე შენი ყავის ხე, გაზარდე და მოსავალი შენც აღფრთოვანებაში მოგიყვანს!!!

http://mediarevolution.ru/advertiser/brands/2435.html

მარიტა მაისურაძე

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE

%d bloggers like this: