You are currently browsing the tag archive for the ‘ქორწინება’ tag.

ამ პოსტში ორიოდ სიტყვით გიჩვენებთ იმ ცნობილ სახეთა სიას, რომელთა ქორწილმა რეკორდულად მცირე ხანს გაძლო. მაგალითად, რუდოლფ ვალენტინოსა და ჯეინ ეკერის ოჯახური იდილიამ სულ რაღაც 25 დღეს გასტანა. თვალი გადაავლეთ ქვემოთ მოყვანილ ინფოგრაფიკას და გაიგეთ უფრო მეტი. ციფრებით მოცემულია მათ მიერ ერთად გატარებული დღეების რაოდენობა. Read the rest of this entry »

ასაკში დიდი სხვაობა ქმართან მნიშვნელოვნად ამცირებს ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ეს მონაცემები მიღებული იქნა კვლევის შედეგად, რომელიც ჩატარდა მაკს პლანკის სახელობის დემოგრაფიული კვლევების გერმანული ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ, სვენ დრეფალი (Sven Drefahl) ხელმძღვანელობით. სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულია ასევე ინსტიტუტის ვებ გვერდზე: http://www.demogr.mpg.de/en/press/1813.htm.

გამოკვლევების შედეგად, დრეფალმა დაადგინა, რომ კაცები ახალგაზრდა მეუღლეებით ცოცხლობენ გაცილებით მეტხანს, ვიდრე ისინი, ვინც დაქორწინებულია თანატოლებზე.

სიკვდილის რისკი ქმრებში, თუ მათი ცოლებიც ახალგაზრდები არიან 7-9 წლით, 11%-ით ნაკლებია, ვიდრე მამაკაცებში, რომელთა ცოლებიც მათი თანატოლები არიან. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს ”პრინციპი” მართებულია ორივე სქესისათვის.

თუმცა ახალი კვლევის შედეგებმა გააბათილა ეს მოსაზრება. გერმანელმა მეცნიერებმა ანალიზი გაუკეთეს კვლევის მონაცემებს ცხოვრების გახანგრძლივების შესახებ, რომელიც ჩატარდა დანიაში თითქმის ორ მილიონზე მეტ მეუღლეთა წყვილებზე. სამუშაოს შედეგების თანახმად, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა პროპორციულად მცირდება ქმრის ასაკის განსხვავებასთან მიმართებაში, ამასთან დამოუკიდებლად იმისა თუ მეუღლეებს შორის ვინ არის უფროსი.

კვლევის მონაცემების მიხედვით, სიკვდილის რისკი ქალებში, ვისი ქმარიც უფროსია 7-17 წლით, იზრდება 10%-ზე მეტად, შედარებით იმ ქალებთან ვისაც თანატოლი ქმარი ჰყავს. გაცილებით ახალგაზრდა ქმრის შემთხვევაში, ქალებში რისკი ადრეული სიკვდილისა იზრდება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად: ასაკს შორის განსხვავება 7-9 და 11-13 – 20% და 30% პროცენტია შესაბამისად.

დრეფალმა ივარაუდა, რომ ეს დამოკიდებულება ქალებში დაკავშირებულია ძლიერ სტრესთან. მისი სიტყვებით, თვითონ ფაქტი, როდესაც ქალს თავისზე გაცილებით უმცროსი მეუღლე ჰყავს, საზოგადოების მხრიდან განიხილება, როგორც დადგენილი ნორმის დარღვევა, რასაც მივყავართ სოციალურ გაუცხოებასთან, სტრესთან და, ბოლოს… სიცოცხლის ხარისხის შემცირებასთან.

P.S. თქვენ როგორ ფიქრობთ მართლა სარისკოა? 🙂

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE