You are currently browsing the tag archive for the ‘შრიფტი’ tag.

ამერიკელი სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შრიფტი Verdana ადამიანის მხედველობისთვის ყველაზე უსაფრთხოა. ამასთან, კითხვის დროს შრიფტის ოპტიმალური ზომა 10–12 კეგლია.

შრიფტი  Verdana 1996  წელს, მხატვარმა  მეთიუ კარტერმა კორპორაცია Microsoft-ისთვის შექმნა. მის ასოებს “წანაზარდები” არ აქვს, რაც ერთ–ერთი მიზეზია იმისა, რომ ის, სხვებთან შედარებით, პატარა კეგლის შემთხვევაშიც კი კარგად იკითხება.

კვლევის ხელმძღვანელის ჯიმ შიდის თქმით, თუ შრიფტი ზღვრულზე ნაკლებია, ტექსტის წასაკითად მხედველობის დაძაბვა საჭირო ხდება, რაც თავის მხრივ მხედველობის გაუარესებასა და ყურადღების გაფანტვას იწვევს.

ცნობილი ფაქტია, რომ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა და მუშაობა მხედველობას ვნებს, შესაბამისად, მედიკოსები უკვე საუბრობენ ახალ დიაგნოზზე, რომელსაც კომპიუტერული მხედველობის სინდრომი ჰქვია.

”მართლა ძალიან მაგარია” – ეს იყო ჩემი რეაქცია, როდესაც პირველად ვნახე ეს ვიდეო რგოლი. ვიდრე ამ ვიდეო რგოლს ნახავდეთ, ჯერ ჩემს მიერ თქვენთვის მომზადებულ პატარა რეზიუმეს გაეცანით.

კანის რეკლამის ფესტივალის გრან პრი – საუკეთესო დიზაინი, ბელგიურმა კომპანია Toyota iQ – მ აიღო. ახალი ავტომობილის მანევრირების და შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად, მათ უცანური სცენარი შეარჩიეს, კერძოდ, ინტერნეტ მომხმარებელს მათ შრიფტი შესთავაზეს, რომელიც თითქოს ავტომობილის ბორბლის მიერ იყო გამოწერილი.

შრიფტს არც თუ ცოტა ავტორი ყავდა: 2  პოლიგრაფისტი, ინტერაქტიული მხატვარი, პროგრამისტი და ავტომბრბოლელი. დარწმუნდი მათ კრეატიულობაში და გაგვიზიარე თქვენი პირველი შთაბეჭდილება!

ნახეთ ეს ლინკი:

http://nl.toyota.be/cars/new_cars/iq/iq_font.aspx

მარიტა მაისურაძე

გუგლმა   18–მდე შრიფტი წარმოადგინა, რომელიც ღიაა ყველა მომხმარებლისთვის და იძლევა საკუთარი საიტისთვის უფასოდ გამოიყენების შესაძლებლობას.

გუგლმა   საკუთარი შემოთავაზება – Google Font API, უფასო მოხმარების თაობაზე, უკვე გამოაქვეყნა. შემოთავაზების ფარგლებში მოხმარებელს აქვს შესაძლებლობა ხელი მიუწვდებოდეს შრიფტების კოლექციაზე – Google fondt Direqtory, რომელიც  ჯერჯერობით,  TTF ფორმატში  18 შრიფტს ითვალისწინებს. თითოეულ მათგანს აქვს 4 შესაძლებლობა – Regular, Bold, Italic и Bold Italic. ყველა ამ  შრიფტების გამოყენება  მომხმარებელს უსასყიდლოდ შეუძლია.

Шрифты из Google Font Directory

ეს შრიფტები ინტეგრირებულია საიტზე Google Font API ბაზაში, CSS3 თვისების გამოყენების საშუალებით. ეს კეთდება სრულიად იოლად.  მაგალითად, შრიფტისთვის  Tangerine – html კოდი  აუცილებელია ჩაისვას  მითითებულ სპეციალურ სტრიქონში:  <link href='http://fonts.googleapis.com/css?family=Tangerine' rel='stylesheet' type='text/css'>

შემდეგ შესაძლებელია გამოიყენო ასევე  სხვა ნებისმიერი შრიფტი css სტილში. ასევე ხელმისაწვდომია css სხვა თვისება, მაგალითად შემოტრიალება, დაბოლდვა და სხვა.

body { font-family: 'Tangerine', serif; }

გუგლი Font API შრიფტების უკეთ გამოყენებისთვის იყენებს ბრაუზერის მნიშვნელოვან  შესაძლებლობებს, მაგრამ ყველა ბრაუზერი ერთანირად არ ასრულებს ამ ოპერაციას. ამისათვის წარმოგენილია JavaScript-ბიბლიოთეკა WebFont Loader, რომელიც აუცილებლად დაალიველირებს  ამ გასხვავებას.

შრიფტების დამუშავებისას დაინტერესდნენ პროფესიონალი დიზაინერები, რომლებიც მხედველობაში იღებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ  ეკრანზე ტექსტის ვიზიუალს. ჯერჯერობით,  გუგლში რასააც გვთავაზობენ ეს არის ლათინური – Western European (Latin-1). მომავალში დაგეგმილია ბიბლიოთეკაში  გაიზარდოს ახალი შრიფტების რაოდენობა და გაფართოვდეს ისინი სხვადასხვა ენების მიმართულებითაც.

სულ ახლახანს,   გუგლიმ დაიწყო ახალი შრიფტების გამოყენება დოკუმენტების შექმნის  სერვისისთვის   Google Docs. ახალი შრიფტების გამოყენების დემონსტრირებისთვის პროექტი Sashingmagazine იწყებს შრიფტის – Droid გამოყენებას, ჯერ მხოლოდ,  სტატიის სათაურისთვის.

მოცემული ცხრილი ზედ გამოჭრილია, არა მხოლოდ,  ახალბედებისთვის, არამედ შრიფტულ დიზაინში გამოცდილ და პროფესიონალ დიზაინერებისთვისაც და საერთოდ ყველსათვის, ვინც შრიფტებზეა შეყვარებული.

შრიფტების მოწესრიგებისთვის ცხრილში  გამოყენებულია ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, მისი სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია ტექსტის ქვეშ შენიშვნის სახით. თითოეულ უჯრედში  კი მითითებულია ამა თუ იმ შრიფტის რეიტინგი (პოპულარობა), სახელწოდება, შექმნის წელი და შრიფტის დიზაინერები. ერთი სიტყვით, შრიფტები პრიოდულობის ტაბულაში მოქციეს!

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE