You are currently browsing the tag archive for the ‘cool logos’ tag.
Tag Archive
ყველაზე ძვირადღირებული ვაშლის ისტორია
იანვარი 22, 2011 in პიარი და . . ., Gepra ჯეპრა, pr school, PRSchool, wordpress | Tags: apple, ბიზნესი, ბრენდი, ვორდპრესი, პიარ სკოლა, პიარი, რეკლამა, ჯეპრა, cool logos, gepra, Ipod, logo, Mp3, PR News, pr school, social media | დატოვე კომენტარი
ოფიციალურად Apple დაარსდა 1976 წლის 1 აპრილს მეგობრების სტივ ჯობსის, სტივ ვოზნიაკის და რონალ ვეინის. ბაზარზე გამოჩნდა ხელით აწყობილი Apple-კომპიუტერი. პირველი 10 თვის განმავლობაში აწყობილი იქნა და გაიყიდა 175 ცალი 666,66 დოლარად.
სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი
1977 წლის თებერვალში Apple-ს პრეზიდენტი ხდება მაიკლ სკოტი. მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ამავე წლის აპრილში Apple II კომპიუტერის გამოშვება–პირველი პერსონალური კომპიუტერის, ფერადი გრაფიკით.
აქ იყო ეკრანზე სხვადასხვა ფერების გამოტანა და დაჭერა, შემუშავდა ბრძანებები ხმასთან მუშაობის და შესაბამისად, ჰქონდა ჩამონტაჟებული დინამიკი და კლავიატურა, გაჩნდა შესაძლებლობა დისპლეიზე გამოსახულების ოპერატიული შეცვლისათვის, ჰქონდა კვების ბლოკი და და ა.შ.
იყო შეფუთული სპეციალურად ჩამოსხმულ პლასტიკურ კორპუსში, რაც ძალიან სარგებლიანად განასხვავებდა ახალი Apple-ს სხვა კომპიუტერებისაგან, რომელთაც ჰქონდათ მოუხერხებელი ყუთები მეტალისაგან. ამ დროს გამოჩნდა უკვე შემდეგ მსოფლიოში კარგად ცნობილი ლოგოტიპი – მოკბეჩილი ფერადი ვაშლი – სარეკლამო სააგენტოსა და Regis Mckenna-ს მიერ შექმნილი.
Steve Jobs, Regis McKenna
1979 წლის მაისში Apple-ს თანამშრომელმა ჯეფ რასკინმა დაიწყო მუშაობა ახალ კომპიუტერზე “ყველაფერი ერთში”, რომელიც იყო ორიენტირებული რიგით მომხმარებელზე. სწორედ ამ პერიოდს შეიძლება ვუწოდოთ პირველი Macintosh –ის დაბადების დასაწყისი.
მისი პირველი Macintosh კომპანია Apple-მ წარმოადგინა 1984 წლის 22 იანვარს სარეკლამო რგოლით “1984” დაფუძვნებული დ. ორუელას წიგნის სიუჟეტზე.
ეს კლიპი წოდებული იყოათწლეულის კლიპად, მიიღო გრან-პრი კანაში და ამ დღიდან ითვლება რეკლამის ისტორიაში ერთ-ერთ ორიგინალურად. ეს მოვლენა გახდა მნიშვნელოვანი გარდატეხა პერსონალური კომპიუტერების ისტორიაში Macintosh-ის გამოჩენამ ძირეულად შეცვალა ადამიანების წარმოდგენა კომპიუტერებზე და ის საფუძველი ჩაეყარა, რომლებიც შემდგომში იქნა გამოყენებული ყველა კომპიუტერული ფირმების მიერ. იმავე წლის სექტემბერში Apple –მ დაიწყო Macintosh 512K –ის გაყიდვა 2495 დოლარად.
Macintosh 512K
Mac OS პირველად 1984 წელს იქნა წარდგენილი – ეს იყო იმ დროისათვის პროგრამირების სრულქმნილება.
მოხერხებულობა და მუშაობის სიმარტივე ამ სისტემის იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი შემქმნელებისათვის.
ამ თავბრუდამხვევი წარმატებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სტივ ჯობს მოუხდა კონფლიქტი ჯონ სკალისთან ბიზნესის მართვასთან დაკავშირებით. უთანხმოება დამთავრდა სკალის სასარგებლოდ, რომელმაც შეძლო მიეღო მეტი ხმები საბჭოში და გაეგდო ჯობსი კომპანიიდან.
სტივმა დატოვა რა Apple ჩამოაყალიბა ახალი კომპანია NeXT, რომელიც აწარმოებდა კომპიუტერებს მეცნიერებისათვის დს საგანმანათლებლო ორგანიზაციებისათვის. ის ყურადღებას ამახვილებდა პრინციპიალურად ახალ ოპერაციული სისტემის შექმნაზე.
სტივმა ასევე შეიძინა მულტიპლიკაციური სტუდია, რომელმაც შესაბამისად მიიღო სახელწოდება Pixar და გახდა ძალიან წარმატებული მულტიფლიკაციური სტუდია ჰოლივუდში. აქ შეიქმნა პირველი სრულმეტრაჟიანი მულტიფლიკაციური ფილმი კომპიუტერულ 3D ფორმატში. მოგვიანებით ის იყიდა კომპანია Walt Disney-მ და თვითონ სტივ ჯობსი გახდა Disney –ის 7,4 პროცენტი აქციის მფლობელი.
მეტ-ნაკლებად 1990 წლებზე მოდის Macintosh-ის, როგორც წამყვანი პლატფორმის შექმნა დიზაინისა და პოლიგრაფიისათვის. ამ დროისათვის Apple – სინჯავს თავს მობილური კომპიუტერების ბაზარზე: Mac Portable(1989 წელი), რომელიც არ გახდა “ბომბი”, ორი წლის გასვლის შემდეგ გამოშვებული PowerBook სარგებლობდა მეტნაკლები პოპულარობით, ხოლო 1993 წელს კომპანიამ წარმოადგინა პრინციპულად ახალი კლასი მოწყობილობებისა –პირველი მსოფლიოში ჯიბის პერსონალური კომპიუტერი სახელწოდებით MessagePad Newton. სამწუხაროდ, მომხმარებლები არ აღმოჩნდა მზად მიეღო ეს იდეა- “PDA”-ს. ბუმამდე რჩებოდა კიდევ 7 წელი.
1996 წელს Apple აღმოჩნდა გაკოტრების ზღვარზე და პრაქტიკულად მთლიანად დაკარგა ბაზრის წილი. სიტუაცია გამოასწორა სტივ ჯობსმა, რომელიც დაბრუნდა კომპანიაში, ჯერ კონსულტანტის, შემდეგ –აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. სახელდობრ 1997 წლიდან დაიწყო მეორე აღმასვლა: iMac, iBook და iPod – Mac OSX, -გახდნენ ძირითადი საყრდენი Apple –სათვის ახალ საუკუნეში.
დღეს კომპანია ფეხზე დგას უფრო მყარად, ვიდრე ოდესმე. მწარმოებელთა აქტუალურ სამოდელო რიგში-ნამდვილი მკვეთრი და წარმატებული პროდუქტები: პროფესიონალური ნოუთბუქებიდან დაწყებული საბიუჯეტო სამაგიდო პერსონალური კომპიუტერებით და რა თქმა უნდა iPod – ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული MP3- პლეერი. ველოდებით ახალ სიურპრიზებს დიდი სტივისაგან.
P.S. რა არის განსაკუთრებული Apple-ში? როგორ შეძლო მან ამდენი წელი ტივტივი, აჯობოს და კონკურენცია გაუწიოს Microsoft– ს? რით იზიდავს მომხმარებლებს?
ნიკო თევდორაშვილი
TMG Marketing-ის დირექტორი
share
ბევრი მრგვალი ლოგო! მრგვალი ლოგო ასწორებს! – ჯეპრა აცხადებს
ივლისი 14, 2010 in ლოგო, Gepra ჯეპრა, pr school, PRSchool | Tags: 50 logos, ლოგო, პიარ სკოლა, პიარი, სოსო გალუმაშვილი, ჯეპრა, cool logos, design, logo | 2 comments
NASA
Indra
Lucky Strike
Virgin Express
Volkswagen
BMW
WordPress
Target
Korean Air
Holden
Accelrys
Tide
Bayer
London Underground
Vodafone