You are currently browsing the tag archive for the ‘giorgi alaverdashvili’ tag.

ორიოდე სიტყვით ვირუსული მარკეტინგის შესახებ:
ნებისმიერ თქვენგანს გაუჩნდება, სავსებით, ლოგიკური კითხვა, თუ რა შეიძლება ჰქონდეს საერთო ვირუსსა და მარკეტინგს? საქმე იმაშია, რომ კარგად დაგეგმილ ვირუსულ (viral) მარკეტინგს, სწრაფი გამრავლების ხარჯზე, შეუძლია მიიტანოს მესიჯი ათასობით და მილიონობით ადამიანამდე. მსგავსი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ, ზუსტად გათვლილი მარკეტინგული სტრატეგიის ხარჯზე.
ვირუსული მარკეტინგის გავრცელების სქემა:

ვირუსული მარკეტნგი არსი მარკეტინგული კომუნიკაციის ფორმა, რომელიც გვეხმარება გეომეტრული პროგრესიით მზარდი რაოდენობის მომხმარებელს ვამცნოთ ჩვენს ან ჩვენი პროდუქტის შესახებ. ვირუსული მარკეტინგის მთავარი პრინციპი შემდეგში მდგომარეობს – შევუქმნათ ადამიანებს მოტივაცია, რათა მათ საკუთარი სურვილით გაავრცელონ ჩვენთვის სასურველი მარკეტინგული მესიჯი. ეს იგივეა, რაც ყველასათვის კარგად ცნობილი “Word of Mouth”, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში.
„ჰარი პოტერის ჯადოსნური ბაღი“ არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ კარგად დაგეგმილმა ვირუსული მარკეტინგის კამპანიამ, რა მოცულობის შედეგები შეუძლია მოუტანოს ნებისმიერ კომპანიას.
სინდი გორდონი არის მარკეტინგის და მედიის ვიცე პრეზიდენტი “ორლანდო უნივერსალ რესორტში”. მათი ახალი გრანდიოზული პროექტია ”The Wizarding World of Harry Potter”, გასართობი პარკი, რომელიც შენდება იმ ადგილას, სადაც ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა გადაღებული. ეს პროექტი საჭიროებდა მარკეტინგულ კამპანიას. რას იზამდა ჩვეულებრივი მარკეტინგის მენეჯერი ამ შემთხვევაში? სავარაუდოდ გამოიყენებდა სუპერ ეფექტის მქონე სატელევიზიო რეკლამებს, პირდაპირი მეილების დაგზავნას, რეკლამას ჟურნალებში და ა.შ. რაშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯებოდა.

სანაცვლოდ სინდი გორდონმა ახალი პროექტის შესახებ მხოლოდ 7 ადამიანს გაანდო, რომლებიც ჰარი პოტერის ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემლებად ითვლებოდნენ.

ამ 7-მა ადამიანმა სოციალური ქსელების მეშვეობით ხმა მიაწვდინა ასობით, ათასობით და ათიათასობით ადამიანს. შედეგად მედიამ შეიტყო ამ ათობით ათასი ადამიანისგან ახალი პროექტის შესახებ და დაიწერა სტატიები გაზეთებში და ჟურნალებში, ეს ნიუსი გავიდა ტელევიზიასა და რადიოში. საბოლოო ჯამში, ვირუსივით სწრაფად გავრცელებულმა სიახლემ მოიცვა 350 მილიონი ადამიანი მსოფლიოს გარშემო, უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, თუ რა თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული იდენტური შედეგის მიღება ტრადიციული მარკეტინგული არხების გამოყენების შემთხვევაში.

Advertisements

Google analytics თამამად შეიძლება მივიჩნიოთ გუგლის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ საჩუქრად ერთგული მომხმარებლებისთვის. საჩუქრად, რადგან საკუთარ საიტსა თუ ბლოგზე შემოსული მომხმარებლის დეტალური სტატისტიკის საწარმოებლად შესაძლებელია მისი, სრულიად, უფასოდ გამოყენება. Google analytics-თ სარგებლობა საკმაოდ მარტივია. საჭიროა მხოლოდ სისტემაში დარეგისტრირება და სპეციალური კოდის საკუთარ ვებ-პორტალზე „ჩასმა“.


რის შემდეგაც 24 საათის განმავლობაში analytics შეუძლია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი საიტის ვიზიტორების შესახებ, როგორიცაა:
შემომსვლელთა რაოდენობა საათების, დღეების და ა.შ. მიხედვით.
საიდან მოხდა მომხმარებლის გადმომისამართება
რამდენი ხანი დაყო თქვენს ვებ-გვერდზე
რა ბრაუზერს თუ ოპერაციულ სისტემას იყენებს
ძირითადი ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია დაფაზე, გამოხატულია, საკმაოდ ლამაზი და ადვილად აღქმადი დიაგრამების სახით. თუმცა, ასევე შესაძლებელია დამატებითი რეპორტების მიღება, რომელთა საერთო რაოდენობა 80-ს აღემატება.


მოცემული აპლიკაციის მეშვეობით მარტივია იმის დადგენა, თუ ვინ რა მიზნით და საიდან შემოვიდა თქვენს საიტზე და რაც მთავარია, რითი დასრულდა ეს ვიზიტი. სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონლაინ მაღაზიის ტიპის ვებ-პორტალებისთვის.

Google analytics-ს ყველაზე ერთგულ მომხმარებლად მაინც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერები შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელთაც აქვთ საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი იმის განმსაზღვრელად, თუ მათ მიერ ინტერნეტში წარმოებული სარეკლამო კამპანიებიდან რომელი არის უფრო ეფექტური და აქედან გამომდინარე, შესაბამისი, პრიორიტეტების დასასახად.

გიორგი ალავერდაშვილი

თუ ოდნავ მაინც ხართ ჩახედული ვიდეო თამაშებში აუცილებლად მიხვდებით ვინ არის გამოსახული ამ ფოტოზე. დიახ, ეს მსოფლიო ჰიტი კომპიუტერული თამაშის GTA4-ის მთავარი პერსონაჟი Niko Bellic-ია, რომელიც „სასიკვდილო იარაღით თავდასხმის გამო იძებნება“. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – თუ რა არის მერე ამაში საოცარი??? საქმე იმაშია, რომ ეს პოსტერი არ არის კომპიუტერული თამაშიდან. GTA4-ს დეველოპერმა Rockstar Games-მა , რომელსაც ამ თამაშის შექმნა 100 მილიონ დოლარამდე დაუჯდა, გადაწყვიტა საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციის მეტად ორიგინალური მეთოდისთვის მიემართა. დაბეჭდა რამდენიმე ასეული პლაკატი და გამოაკრა ნიუ-იორკის, თითქმის, ყველა ქუჩის სატელეფონო ბოძებზე. თამაშში წარმოდგენილი “City of Liberty”, ხომ ნიუ იორკის თითქმის 100% ანალოგია.
მსგავსი კრეატიული მეთოდით რეკლამირებამ, თვით ვიდეო თამაშებისადმი ნეგატიურად განწყობილ ადამიანებზეც კი დიდი გავლენა მოახდინა.
გიორგი ალავერდაშვილი

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE

Advertisements
%d bloggers like this: