You are currently browsing the tag archive for the ‘II არხი’ tag.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს სამ ტელეარხს: “პირველი არხი”, “მეორე არხი” და “პირველი კავკასიური”, ასევე რადიოარხებს – საქართველოს რადიო – პირველი არხი და რადიო ორი – ქართული რადიო. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდი: http://www.gpb.ge

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

განაკვეთი: სრული.
სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 2010 წლის 1 ივლისი.

სამუშაოს მიზანი:

** ორგანიზაციის იმიჯის შექმნა, ავტორიტეტის ამაღლება, ორგანიზაციის შესახებ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება;
** საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისათვის;
** საზოგადოებრივი მაუწყებლის ზოგადი სტრატეგიის გადატანა საზოგადოებასთან ურთიერთობის კონტექსტში;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
** ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოთა დაქვემდებარებულებზე დელეგირება და მათი შესრულების კონტროლი;
** შეხვედრების მოწყობა მასმედიასთან, არასამთავრებო ორგანიზაციებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან;
** კორპორაციული ცნობის ფურცლის მომზადება.
** პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზება;
** სიუჟეტების, საინფორმაციო ბიულეტენების, სარეკლამო განცხადებების, პრესრელიზებისა და საინფორმაციო ხასიათის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მასალების მომზადება და მასობრივი საშუალებებისათვის მიწოდება;
** ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მუდმივი კონტროლი და შინაარსობრივი გამართულობის და სიზუსტის უზრუნველყოფა.
** პრესასთან ურთიერთობის საკითხებზე თანამშრომელთათვის კონსულტაციების გაწევა;
** პრესის ყოველდღიური მონიტორინგი;
** პრესკონფერენციების მიმდინარეობისას ხელმძღვანელობის მიერ მომზადებული პრესრელიზების ჟურნალისტებისათვის გაცნობა;
** საგაზეთო არქივის შექმნა;
** კვარტალური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან საერთაშორისო ურთიერთობების განხრით);
** მინიმუმ 2 წელი მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სახელმწიფო ენის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზაციის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მოქმედების ინიცირების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითობა;
** ორგანიზებულობა;
** ადაპტაციისა და ზეწოლის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: რეზიუმე ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი სასურველი ხელფასის მითითებით, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

შერჩევის პროცედურა:

შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება. ამ პროცედურების შესახებ კანდიდატები წინასწარ მიიღებენ ინსტრუქციებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 21 ივნისი. საბუთები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: m.metivishvili@gpb.ge ან მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას 68, საზოგადოებრივი მაუწყებელი. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს სამ ტელეარხს: “პირველი არხი”, “მეორე არხი” და “პირველი კავკასიური”, ასევე რადიოარხებს – საქართველოს რადიო – პირველი არხი და რადიო ორი – ქართული რადიო. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდი: http://www.gpb.ge

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

განაკვეთი: სრული.
სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 2010 წლის 1 ივლისი.

სამუშაოს მიზანი:

** მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ზოგადი ხელმძღვანელობა;
** საზოგადოებრივი მაუწყებლის ზოგადი სტრატეგიული ხედვის გადატანა მარკეტინგის კონტექსტში;
** სატელევიზიო ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა;
** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოთა დაქვემდებარებულებზე დელეგირება და მათი შესრულების კონტროლი;
** წლიური მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
** საერთაშორისო და ადგილობრივ მედია ბაზარზე არსებული წარმატებული ტელე-პროდუქციის შესწავლა, საინტერესო პროექტების შესყიდვის შესახებ წინადადებების მომზადება, რისკ-ფაქტორების ანალიზი, მათი ადაპტაციისა და დანერგვის ხელშეწყობა;
** გადაცემების სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, წარმართვა და კონტროლი;
** საზოგადოებრივი ტელევიზიის მიზნებიდან გამომდინარე მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების დაგეგმვა. კვლევების ამოცანების და მიზნების განსაზღვრა და კვლევათა სტრატეგიის შემუშავება;
** გადაცემების რეიტინგულ კვლევათა მონაცემების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოქმედების გეგმის შემუშავება;
** საერთაშორისო და ადგილობრივი სარეკლამო ბაზრის მონიტორინგი, ახალი სარეკლამო საშუალებების შესწავლა-ანალიზი და მათი მოხმარების წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის;
** ტელევიზიის თანამონაწილეობით ჩატარებული ნებისმიერი სახის ღონისძიების სარეკლამო სტრატეგიის დაგეგმვა და კონტროლი;
** სარეკლამო ფასების შემუშვება;
** კვარტალური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლება მენეჯმენტის ან ეკონომიკის სფეროში);
** მინიმუმ 2 წელი მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სახელმწიფო ენის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზაციის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოქმედების ინიცირების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითობა;
** ორგანიზებულობა;
** ადაპტაციისა და ზეწოლის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: რეზიუმე ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი სასურველი ხელფასის მითითებით, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

შერჩევის პროცედურა:

შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება. ამ პროცედურების შესახებ კანდიდატები წინასწარ მიიღებენ ინსტრუქციებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 21 ივნისი. საბუთები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: m.metivishvili@gpb.ge ან მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას 68, საზოგადოებრივი მაუწყებელი. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE

%d bloggers like this: