You are currently browsing the tag archive for the ‘soso galumashvili’ tag.

წარმატებული სტრატეგიები, მარკეტინგული შეცდომები და ბრენდები

სპეციალურად შექმნილი მეთოდოლოგიის Brand Keys მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავინახოთ ნათელი სურათი იმისა, თუ რა მოხდა 2010 წელს.

რა მოტივაცია, რა დრაივერები მართავდა მომხმარებელს, მის ლოიალურობას. აგრეთვე მის მიერ შესყიდვამდე და ყიდვის განხორციელების დროს რა ფაქტორები ახდენდა ზეგავლენას.

დავაკვირდეთ ბრენდებს და მათ მომხმარებლებს განვლილი ერთი წლის განმავლობაში კატეგორიებისა და ინდუსტრიების მიხედვით.

ყველაფერ ამაში ქვევით მოცემული პრეზენტაცია დაგვეხმარება.

რას გრძნობ, როდესაც კოკა-კოლას სვამ?

თუ ახალი თაობის წარმომადგენელი არ ხარ, პირველ რიგში, გრძნობ, რომ რაღაც აკრძალულთან გაქვს კავშირი და “ლეიდი ინ ბლექის” მოსმენის არ იყოს, სულ ცოტა ხანში კაგებეს თანამშრომელი აგიყვანს და მერე უმტკიცე, რომ კონტრაბანდით არ არის ჩამოტანილი. 🙂

ამავდროულად რაღაც თავისუფლების გრძნობა გეუფლება.

Read the rest of this entry »

პიარ სკოლაში, 7 დღის განმავლობაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე და საჭირო ცოდნა შევიძინე.  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გუნდურად მუშაობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და ორმხრივი და მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია ზოგადად PR-ისთვის და განსაკუთრებით საჯარო უწყებისთვის. ასევე ძალიან  საინტერესო იყო შიდა პიარისა და სოციალური მედიის შესახებ ლექციები, საკომუნიკაციო მატრიცის შედგენა და  სამოქმედო გეგმების განსაზღვრა. ამ  ყველაფრის გამოყენების, სწორი სტრატეგიული გეგმის შედგენის და განხორციელების  შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საჯარო სამსახური იდეალურად იმუშავებს.

ნინო ქვათაძე – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის მრჩეველი

Gov 2.0.საზოგადოებასთან ურთიერთობა საჯარო უწყებებში

government 2.0. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ საჯარო უწყების საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მეთოდიკის გამოყენება საქამიანობაში, გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, სამოქმედო და ტაქტიკური გეგმების შედგენა, საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაზისო დოკუმენტების შედგენა, მედიასთან ურთიერთობის ახალი ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო მოდელისა და წარმატებულად ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა.რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.http://prschool.ge/geo/applicationform.php

 

თეა გველესიანი –  საერთაშორისო ტრენერ-კონსულტანტი

საგანი: ეფექტური კომუნიკაციები

ალექსანდრე მარგიშვილი – ორგანიზაცია ICEBERG-ის თავმჯდომარე

საგანი: მარკეტინგი

მარინა იმერლიშვილი -კვლევითი კომპანია ARC (Applied Research Company) დამფუძნებელი და დირექტორი

საგანი: მარკეტინგული კვლევა

მაია ძირკველიშვილი – თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

საგანი: პიარი

კონსტანტინე (კახა) მაღრაძე – ჯეპრას უფროსი კონსულტანტი

საგანი: პიარი

დოდი (დოდკა) ხარხელი – სოციალური მედიის ექსპერტი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2” -ის პროექტის ”ნიჭიერი” ინტერნეტ-მარკეტინგის ხელმძღვანელი

საგანი: სოციალური მედია

ანდრო მეტრეველი – კომპანია “ADBRAND”-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი

საგანი: ბრენდინგი

ზვიად ქორიძე – 20 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში, -ბეჭდური მედია, ტელევიზია, რადიო

საგანი : მედია-მენეჯმენტი

თამუნა ზაქარიაძე (ტაპი) – თი ბი სი ბანკის ივენთ-მენეჯერი

საგანი: ივენთ-მენეჯმენტი

იოსებ გალუმაშვილი – ჯეპრას დირექტორი

საგანი: BTL კომუნიკაციები

ოთარ ქირია– ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პრესის მიმომხილველი და კომპანია Sinteks UK -ის საქართველოში წარმომადგენლობის მმართველი დირექტორი (GUESS)

საგანი: მარკეტინგული გეგმის შემუშავება

პიარ სკოლაში კურსი ”პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” 27 სექტემბერს იწყება. მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს. შემოიტანე განაცხადი…

http://www.prschool.ge/geo/applicationform.php

წინა კვირის საუკეთესო პოსტები. კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი გასული კვირის ყველაზე საინტერესო მოვლენებს.

კოკა–კოლა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა – ფეისბუქური ფიასკო

ყველაზე საშიში საავტომობილო გზები მსოფლიოში

შეუდარებელი სარეკლამო ომი…

კანონები, რომელთა არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებს

„უზრდელი“ ლოგოები

საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115–ე ადგილზეა

მზია შარაშიძე პიარ სკოლის სოციალური მედიის კურსის შესახებ

კაცები გაშიშვლდნენ და სხეულები მოიხატეს

მონაცემთა ვიზუალიზაცია – ახალი გასართობი

ყველაზე დიდი და გემრიელი…

ავტომობილების ლოგოების ევოლუცია – გამოშვებიდან დღემდე

გინესის მსოფლიო რეკორდები – 2010

Seat Sex Drive – სექსუალური მძღოლებისათვის

ლუდთან ერთად იწყება და მთავრდება ცხოვრება?!

მსოფლიოს 100 საუკეთესო ლოგოტიპი

ტაილანდური ხუტუნი. ყველაზე არაორდინალური!

NICHOLAS VUJICIC – ადამიანი, რომელმაც შეძლო სასწაულის მოხდენა

სოციალური ქსელომანიის პრობლემა

LA TOMATINA – ომი პომიდვრებით…

PLAY პრეზერვატივები – ითამაშეთ გამოყენებამდე და მის შემდეგაც

Lean Mean Fighting Machine კომპანიაა, რომელიც Dr Pepper–ისა და Coke Zero–ს ციფრული განთავსებების სარეკლამო ტენდერი მოიგო და სოციალურ მედიაში კრეატიული კამპანიების გაძღოლით იყო დაკავებული.

როგორც მოგეხსენებათ, Dr Pepper კოკა–კოლას ერთ–ერთი ბრენდია. Dr Pepper–ის მომსახურე ზემოთ ხსენებულმა კომპანიამ მაისიდან ფეისბუქში დაიწყო სპეციალური პრომოუშენ–კამპანია, რომელიც ბრენდის სოციალურ მედიაში პოპულარობის გაზრდას გულისხმობდა.

კამპანიის ერთ–ერთი შემადგენელი კომპონენტი კი გარკვეული ლატარიის გათამაშება იყო, რომლის შედეგადადც მონაწილეს საშუალება ეძლეოდა 1000 დოლარი მოეგო. გათამაშების წესები მარტივი იყო. მონაწილეებს სტატუსად უნდა დაედოთ ის ლინკები, რომლებსაც Dr Pepper შეთავაზებდა. შეთავაზება ფეისბუქის აპლიკაციის მეშვეობით ხდებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ 1000 დოლარის მოგების წყურვილით გულანთებულმა 14 წლის გოგონამ გამოიწერა ეს აპლიკაცია და შედეგად აღმოჩნდა პორნო საიტის ვებ–გვერდზე, სადაც დიდად რეკლამირებული ახალი ლესბოსური ფილმი “ორი გოგო ერთ ფინჯანში” იყო განთავსებული.

გოგონას მშობლების მიერ დაყენებულმა  დაცვის სისტემამ ლინკი დაბლოკა, მაგრამ ტრავმირებულმა მშობლებმა კოკა–კოლაში საჩივარი აფრინეს.

კოკა–კოლამ გამოძიება დაიწყო და პირველადი შედეგებიც უკვე ცნობილია: ექაუნთი, რომელიც კამპანიამდე 2 კვირით ადრე, აპრილში კოკა–კოლამ მის მომსახურე სააგენტოს გადასცა “გატეხილი” აღმოჩნდა და მესამე პირებს ჩაუვარდათ ხელში.

კოკა–კოლამ უკვე მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთეს, რომ ასეთი რამ მომავალში არ განმეორდეს.

მანამდე კი გააჩერა მისი სუბ–ბრენდების ყველანაირი სოციალური მედიის განახლებითი სამუშაოები.

მდააა.

ასეთია ამ ისტორიის ამჟამად ცნობილი დეტალები. შევეცდებით, საქმის კურსში ჩაგაყენოთ მოვლენების განვითარების პარალელურად.

გაგრძელება. დასაწყისი იხილე: http://wp.me/pDLud-1Xo

TwittEarth აჩვენებს ლაივ ტვიტებს დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან 3D გლობუსზე. ყველაფერი რეალურ დროში ხდება და თქვენ მყისიერად ხედავთ დატვიტულ ინფორმაციას დედამიწის ნებისმიერი ადგილიდან.

კარგად მოკალათდით და მიიღეთ სიამოვნება :).

Tag Galaxy – შეგიძლიათ იხილოთ Flickr-ის თაგები ვარსკვლავების სისტემებიდან. დაქლიქეთ პლანეტაზე და წარმოქმენით ახალი ვარსკვლავი.

დაქლიქეთ მზეზე და შექმენით ახალი მზის სისტემა (თაგებისგან).

Flickr Related Tag Browser – ფლიკრის თაგების საძიებო ბრაუზერი. აღჭურვილია ზუმის და თქვენი ფოტოების სტატისტიკური მაჩვენებლების სისტემით.

ინტერნეტის ვიზუალიზაცია

Mapping the Blogosphere – ბლოგსფეროს მეფინგის სისტემა.

Twingly Screensaver – ახდეენს ბლოგსფეროს ვიზუალიზაციას რეალურ დროში. შეგიძლიათ დააყენოთ სკრინსეივერად.

Web Trend Map 4 – ვებ ტრენდების ონლაინ ვიზუალიზაცია.

The Bloom Diagram – წარმოდგენს გარკვეული პირების კონტრიბუციის ვიზუალიზაციას. კონტრიბუცია კეთდება ე.წ. ღია წყაროების პროექტების დაფინანსებისათვის.

Akami Real-time Web Monitor – რეალურ დროში ინტერნეტ ტრაფიკისა და სავალუტო კურსების ცვლილებების ვიზუალიზაცია.

Mapa de Conocimiento (Map of Knowledge) – გარკევეული URL-ების თავმოყრის ვიზუალიზაცია ერთი იდეის გარშემო.

Akami Network Performance Comparison – საზოგადეოებრივი ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და სიჩქარის ცვლელებების ვიზუალიზაცია.

Internet Health Report

Hierarchical Structure of the Internet

Rootzmap—Mapping the Internet –  NASA-ს მიერ შედგენილი რუკები.

“კანადა ტურისტულად მეტად საინტერესო ქვეყანაა, უბრალოდ ამერიკელები ძალიან დაკავებული ხალხია და მათ ეს როგორმე უნდა გავაგებინოთ”, – ამბობენ კანადელები.

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ისევ ინტერაქტიურობა და თანამედროვე სოციალური მედიის, კერძოდ კი ტვიტერის მეშვეობით კანადის პრომოუშენი გადაწყვიტეს.

“მართლაც საინტერესო და ეფექტური გამოვიდა და შედეგიც უკვე გვაქვს უზარმაზარიო”, – ამბობენ კანადელები :).

გუგლმა   18–მდე შრიფტი წარმოადგინა, რომელიც ღიაა ყველა მომხმარებლისთვის და იძლევა საკუთარი საიტისთვის უფასოდ გამოიყენების შესაძლებლობას.

გუგლმა   საკუთარი შემოთავაზება – Google Font API, უფასო მოხმარების თაობაზე, უკვე გამოაქვეყნა. შემოთავაზების ფარგლებში მოხმარებელს აქვს შესაძლებლობა ხელი მიუწვდებოდეს შრიფტების კოლექციაზე – Google fondt Direqtory, რომელიც  ჯერჯერობით,  TTF ფორმატში  18 შრიფტს ითვალისწინებს. თითოეულ მათგანს აქვს 4 შესაძლებლობა – Regular, Bold, Italic и Bold Italic. ყველა ამ  შრიფტების გამოყენება  მომხმარებელს უსასყიდლოდ შეუძლია.

Шрифты из Google Font Directory

ეს შრიფტები ინტეგრირებულია საიტზე Google Font API ბაზაში, CSS3 თვისების გამოყენების საშუალებით. ეს კეთდება სრულიად იოლად.  მაგალითად, შრიფტისთვის  Tangerine – html კოდი  აუცილებელია ჩაისვას  მითითებულ სპეციალურ სტრიქონში:  <link href='http://fonts.googleapis.com/css?family=Tangerine' rel='stylesheet' type='text/css'>

შემდეგ შესაძლებელია გამოიყენო ასევე  სხვა ნებისმიერი შრიფტი css სტილში. ასევე ხელმისაწვდომია css სხვა თვისება, მაგალითად შემოტრიალება, დაბოლდვა და სხვა.

body { font-family: 'Tangerine', serif; }

გუგლი Font API შრიფტების უკეთ გამოყენებისთვის იყენებს ბრაუზერის მნიშვნელოვან  შესაძლებლობებს, მაგრამ ყველა ბრაუზერი ერთანირად არ ასრულებს ამ ოპერაციას. ამისათვის წარმოგენილია JavaScript-ბიბლიოთეკა WebFont Loader, რომელიც აუცილებლად დაალიველირებს  ამ გასხვავებას.

შრიფტების დამუშავებისას დაინტერესდნენ პროფესიონალი დიზაინერები, რომლებიც მხედველობაში იღებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ  ეკრანზე ტექსტის ვიზიუალს. ჯერჯერობით,  გუგლში რასააც გვთავაზობენ ეს არის ლათინური – Western European (Latin-1). მომავალში დაგეგმილია ბიბლიოთეკაში  გაიზარდოს ახალი შრიფტების რაოდენობა და გაფართოვდეს ისინი სხვადასხვა ენების მიმართულებითაც.

სულ ახლახანს,   გუგლიმ დაიწყო ახალი შრიფტების გამოყენება დოკუმენტების შექმნის  სერვისისთვის   Google Docs. ახალი შრიფტების გამოყენების დემონსტრირებისთვის პროექტი Sashingmagazine იწყებს შრიფტის – Droid გამოყენებას, ჯერ მხოლოდ,  სტატიის სათაურისთვის.

ლევაისის კამპანია “გაემგზავრე”, ამერიკაში უკვე მონათლეს როგორც ახალი ტიპის პატრიოტული მოძრაობა. საინტერესოა, რომ კამპანია თავისუფალია ყოველგვარი პათოსისა და მოწოდებისგან. ყოველი კამპანია იწყება ივნისის ბოლოს და ეძღვნება ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს.

Levi’s მოუწოდებს ამერიკელ ახალგზრდებს უარი თქვან კოსტუმებსა და ოფიციალურ ტანსაცმელზე, ჩაიცვან ჯინსები და გაემართონ ამერიკის დასათვალიერებლად და დაიწყონ ზრუნვა ახალი სამყაროს შექმნაზე, რომელიც არსებულზე უკეთესი იქნება.

ახალი კლიპი «Ready To Work» (მზად ვარ სამუშაოდ) ეძღვნება პატარა პენსილვანიურ ქალაქს ბრედოკს (Braddock), რომელიც ფინანსური კრიზისის გამო ბანკროტობის კანდიდატია. მისმა მერმა შეთავაზა მხატვრებს, მუსიკოსებს და მცირე და საშუალო ბიზნესმენებს ჩამოვიდნენ და თავისი საქმე ამ ქალაქში განახორციელონ. მერი მათ ყველანაირ ხელშეწყობას დაპირდა.

Levi’s თავისებურად აღწერს ამ სიტუაციას და მოუწოდებს ახალგაზრდებს იშრომონ უკეთესი მომავლისათვის.

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE

%d bloggers like this: