ზაფხულის PR სკოლა

პიარ სკოლის ზაფხულის ბანაკის მიზანია პიარითა და ბრენდინგით დაინტერესებული პირებისათვის ბრენდის შექმნის, მისი საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების კონკრეტული უნარ–ჩვევების შეძენა–გაძლიერება.

ზაფხულის ბანაკი ინტენსიური სწავლებისა და პრაქტიკულობით იქნება გამორჩეული. ბანაკი გათვლილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც გარკვეული სახის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გააჩნია და პრაქტიკაში სურს კონკრეტული ბრენდის შექმნასა და მის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

პიარ სკოლის ეგიდით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან, რომელთათვისაც შეიქმნება ბრენდები. პიარ სკოლის ზაფხულის ბანაკის კურსდამთავრებულები სწორედ ამ კომპანიებს ჩააბარებენ თავიანთ ნამუშევრებს.

12 დღის განმავლობაში ბაკურიანის ზაფხულის ბანაკში პრაქტიკოსი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლექტორების გუნდი საფუძვლიანად შეგასწავლით ბრენდ–საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნასა და მართვას.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საგნებს:

• მარკეტინგული კვლევები
• საკომუნიკაციო აუდიტი
• პიარი
• ბრენდინგი
• მარკეტინგული გეგმის შედგენა
• პროექტის პრეზენტირება
• ბითიელი და ივენთ მენეჯმენტი
• თიმბილდინგი
• ბიზნეს-სიმულაციები

კურსის ღირებულება: 1200 ლარი


ღირებულებაში შედის:
• ტრანსპორტირება
• სასტუმრო სამჯერადი კვებით
• ინოვაციური ინტელექტუალური თამაშები, სპორტულ–გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
• სასწავლო მასალა
• ყველა სახის საკანცელარიო მასალა
• უნიკალური ელექტრონული ფოტოალბომი
• მაისურები
• ექსკურსიები ღირშესანიშნავ ადგილებში

ტრენერები

მაია ძირკველიშვილი – პიარი 

6 წლიანი გამოცდილება პიარში.
თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ჩამოაყალიბა პიარის სამსახური თიბისი ბანკში.
2004 წელს დაამთავრა “ლონდონის პიარ სკოლა” (LSPR)

otar_qiria.jpg ოთარ ქირია – მარკეტინგული გეგმა 

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის წამყვანი. ასევე კომპანია Sinteks UK-ის საქართველოში წარმომადგენლობის მმართველი დირექტორი. გააჩნია მედიაში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. ასევე ბიზნეს, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში საზოგადოებასთან ურთიერთბის 8 წლიანი გამოცდილება.

andro.jpg  

ანდრო მეტრეველი – ბრენდინგი 

ედბრენდის დირექტორი. სარეკლამო ბიზნესში 1995 წლიდან მოღვაწეობს. 2004 წლიდან სპეციალიზდება ბრენდინგში. მისი განხორციელებულია ვისოლის, ბტა სილქ როუდისა და ოპტიმუმის რედიზაინინგისა და რებრენდინგის პროექტები.

andro@adbrand.ge

 

კახა მაღრაძე – საკომუნიკაციო სტრატეგია 

ჯეპრას დირექტორი. მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. განხორციელებული აქვს ბორჯომის 10 წლის იუბილეს, თიბისი ბანკის სათაო ოფისის გახსნის, მინი ოლიმპიადის და კიდევ შვიდი ათეული პრეზენტაცია და ივენთი.

kakha@gepra.ge

მარინა იმერლიშვილი – მარკეტინგული კვლევები 

საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება.
ნამუშევარია სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორების კვლევებზე.

სოსო გალუმაშვილი – ბითიელი, პრომო აქციები 

ჯეპრას დამფუძნებელი. მუშაობდა საგაზეთო და სატელევიზიო მედიაში, საბანკო სექტორში პიარ მენეჯერის თანამდებობებზე.

soso@gepra.ge.

თეა გველესიანი – ეფექტური კომუნიკაცია 

საერთაშორისო ტრენერი პარტნიორები საქართველოდან. 12 წლიანი გამოცდილება ეფექტურ კომუნიკაციებში, კონფლიქტების მართვაში და მედიაციაში.