გილოცავთ, დღეს მსოფლიო მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველო ამ თარიღს კვირეულით ხვდება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ახლა კი წარმოგიდგენთ მსოფლიოს 16 ყველაზე დიდ, ყველაზე ძვირფას და ყველაზე გრანდიოზულ მუზეუმს, რომელიც ჩვენი პლანეტის საგანძურს ინახავს.

1) Musée du Louvre

პარიზი, საფრანგეთი

სახელგანთქმული ლუვრი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საფრანგეთის მეფეთა რეზიდენციას წარმოადგენდა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასახლეა. მისი 35 000 ხელოვნების ნიმუში 60 000 კვადრატულ მეტრზეა განფენილი. მუზეუმის სრულად დათვალიერებას, საშუალოდ, 4-5 დღე სჭირდება. დამთვალიერებელთა წლიური საშუალო რაოდენობა 8,5 მილიონს შეადგენს.

2) Metropolitan Museum of Art

ნიუ-იორკი, აშშ

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით, სიაში მეორე ადგილს იკავებს. ამ ხელოვნების საცავში 2 მილიონზე მეტი ნამუშევარი ინახება. მას, საშუალოდ, წელიწადში 5,8 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს. მუზეუმის დასათვალიერებლად ერთი ან ორი დღე ნამდვილად არ გეყოფათ.

3) Vatican Museums

ვატიკანი, რომი, იტალია

ვატიკანში მდებარე რენესანსულ მუზეუმებს შორისა ცნობილი სიქსტეს კაპელა, სადაც პაპის ასარჩევად კარდინალთა კონკლავი იმართება. მიქელანჯელოს მიერ მოხატული ეს ნაგებობა მსოფლიოს საგანძურია. მუზუმთა რიცხვში შედის რაფაელის ოთახებიც, რომელიც ცნობილმა ხელოვანმა მოხატა. მუზეუმების მნახველთა საშუალო რიცხვი წელიწადში 4,3 მილიონია.

4) Uffizi Gallery

ფლორენცია, იტალია

ფლორენცია რომ ქალაქ-მუზეუმია, ამაზე აღარავინ დაობს, მაგრამ უფიცის გალერეა მისი კულმინაციაა. თვითონ კოლონადაც კი ხელოვნების ნიმუშია, რომლის აქეთ-იქით ცნობილი რენესანსული სკულპტურებია გამოფენილი. 3 100 ძირითადი ნამუშევარი 45 ოთახშია გამოფენილი. აქ შეხვდებით ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, და ვინჩისა და უამრავი სხვა ხელოვანის შედევრებს. უფიცის წელიწადში, საშუალოდ, 1,5 მილიონი დამთვალიერებელი სტუმრობს.

5) Museo Del Prado

მადრიდი, ესპანეთი

ესპანეთის დედაქალის კულტურული საგანძური პრადო ცნობილი ესპანელი ხელოვანების შედევრებს ინახავს. გოია, ელ გრეკო, ველასკესი, აგრეთვე მურილიო, ტიციანი, რაფაელი, რიბერა და მრავალი სხვა ხელოვანი ამ მუზეუმის სავიზიტო სახელებია.  30 ათასზე მეტ ხელოვნების ნიმუშს აქ წელიწადში 2,7 მილიონი დამთვალიერებელი სტუმრობს.

6) The State Hermitage

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი

ერმიტაჟი სანკტ-პეტერბურგის მშვენებაა. რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქის ეს მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველია მთელს მსოფლიოში, რადგან 1764 წელს თვით ეკატერინე II-მ დააარსა. რუსეთის ამ საგანძურში ინახება უამრავი ხელოვნების ნიმუში და რელიკვია, როგორც რუსეთიდან, ისე მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან. წლიწადში კი მას 2,4 დამთვალიერები სტუმრობს.

7) J. Paul Getty Center

ლოს-ანჯელესი, აშშ

ეს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე შენობა ლოს-ანჯელესს გადმოჰყურებს. 1,3 მილიონი ტურისტი ყოველწლიურად აქ ადრეული მე-20 და გვიანი მე-19 საუკუნის მხატვრობის, სკულპტურული და ფოტოგრაფიული ნამუშევრების სანახავად მოდის.

8) Musée d’Orsay

პარიზი, საფრანგეთი

ორსეს მუზეუმი სენას მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. თავდაპირველად იგი რკინიგზის სადგური იყო, დღეს კი, ძირითადად, იმპრესიონისტების ნამუშევრებით ფასობს. ორსე, ქვეყნის მასშტაბით, მესამე მუზეუმია თავისი წლიური 3 მილიონი მნახველით. ამ ნაგებობის “სავიზიტო ბარათი” მანსარდაში დატანებული შუშის ვეებერთელა საათია.

9) National Gallery of Art

ვაშინგტონი, აშშ

ამერიკელთა სიამაყე, ხელოვნების ეროვნული გალერეა, ორი ნაწილისაგან შედგება: დასავლეთში განთავსებულია ხელოვნების ნიმუშები რენესანსის ეპოქიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით. აღმოსავლეთის ნაწილი კი “რევოლუციონერ” ხელოვანებს ეთმობა. მაგალითად, პიკასოს. აქვეა სკულპტურული ბაღი, რომელიც ალექსანდრე კარდენმა და ჯოან მირომ გააშენეს. ქვეყნის ნომერ მეორე მუზეუმი წელიწადში 4,6 მილიონ დამთვალიერებელს მასპინძლობს.

10) Centre Georges Pompidou

პარიზი, საფრანგეთი

ჟორჟ პომპიდუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი “მოდერნ არტის” ყვირილია. აქ ყველაფერი უკუღმაა: გათბობის, წყალგაყვანილობისა და განათების მილები შენობას გარედან აკრავს. გარეთვეა კიბეებიც. ყოველივე ეს კი თავისებურ არტს ქმნის, რის გამოც ეს მუზეუმი ასე ფასობს. გახსნის დ$ღიდან მოყოლებული (1977 წ.), მას 150 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.

11) Tate Modern

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ლონდონის ყოფილი ელექტროსადგური დღეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, სადაც თავს იყრის მოდერნ არტის შედევრები. შედეგად, თეით მოდერნი მსოფლიოს ნომერ პირველი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. წელიწადში მას 4,7 მილიონი მნახველი სტუმრობს.

12) Museum of Modern Art

მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ

ნიუ-იორკის შუაგულში, მანჰეტენზე მდებარე მომა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს უყრის თავს. აქ ნახავთ ტილოებს,  ფოტოებს, პრინტებს, ილუსტრაციებს, ქანდაკებებს, ინსტალაციებს, სამგანზომილებიან გამოსახულებას და ახალ მედიასაც კი. დღესდღეობით მუზეუმს 2,5 მილიონი წლიური ვიზიტორი ჰყავს.

13) British Museum

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

კაცობრიობის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი უზარმაზარი მუზეუმი თავს უყურის ხელოვნების ნიმუშებს მსოფლიოს უამრავი ადგილიდან. ეს მუზეუმი, ლუვრის შემდეგ, მსოფლიოში მეორე მუზეუმადაა აღიარებული. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, აქ შესვლა უფასოა!

14) Solomon R. Guggenheim Museum

ნიუ-იორკი, აშშ

ნიუ-იორკში მდებარე ეს მუზეუმი არა მხოლოდ ფუნქციური, არქიტექტურული თვალსაზრისითაც გამორჩეულია. ფრენკ ლოიდ რაითის მიერ აგებული ეს პოსტ მოდერნისტული შენობა მე-20 საუკუნის მიმდინარეობის ერთ-ერთი პირველი და თვალსაჩინო წარმომადგენელია. გარდა საოცარი ექსპონატებისა, მნახველებს საშუალება ეძლევათ, “დაიკარგონ” მუზეუმის ხვეულ დერეფნებში, რომელსაც წელიწადში, საშუალოდ, 1,1 მილიონი მნახველი ჰყავს.

15) Acropolis Museum

ათენი, საბერძნეთი

აკროპოლისი, შეიძლება ითქვას, ამართლებს თავის ისტორიულ მოსახელეს. აქ გამოფენილი 4000-ზე მეტი ძველბერძნული, რომაული და ბიზანტიული არტეფაქტები 2 მილიონ დამთვალიერებელს იზიდავს.

16) National Museum of Korea

სეული, სამხრეთ კორეა

ეს მუზეუმი სამხრეთ კორეის კულტურის შემომნახველია. იგი თავს უყრის, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს. 220 ათასზე მეტი ხელოვნების ნიმუშია აქ, რომელსაც წელიწადში 2,7 მილიონი დამთვალიერებელი სტუმრობს. მუზეუმის ზომებიც შთამბეჭდავია: 137,201 კვადრატული მეტრი.


Zurriuss.Ge