ლივ ტაილერი ახალი სახით წარდგა მაყურებლის წინაშე. ჯივენშის ახალი სარეკლამო კამპანიის ახალ სახედ მოგვევლინა და სიმღერა Need you Tonight შეასრულა.

მსახიობი პუბლიკის წინაშე დიდი ხანია არ გამოჩენილა და დაბრუნება უჩვეულო მეთოდით ცადა.

ლივ ტაილერის მომღერლის კარიერა 2009 წელს დაიწყო, როცა პირველად შეასრულა სიმღერა Lemonhead-თან დუეტში Hey, That’s No Way to Say Goodbye.

კინოფილმში ნიჭის გამოვლენა ვერ შეძლო, რადგან “მულენ რუჟის” კასტინგში ნიკოლ კიდმანმა აჯობა.

სტიც ტაილერის შვილისთვის სიმღერა თურმე ბავშვობის ოცნება ყოფილა.

ჯივენშიმ ეს ოცნება რეალობად უქცია, რომლის სახეც ლივი უკვე 2003 წლიდანაა.

ვნახოთ, იქნებ ეს სარეკლამო კლიპი ლივ ტაილერის ახალი კარიერის დიდი დასაწყისიც აღმოჩნდეს :).