You are currently browsing the tag archive for the ‘გარემოს დაცვა’ tag.

image

მექსიკელი მოდელი Carla Houston მტკნარი წყლის ეკონომიის კამპანიაში მონაწილეობს.

მოდის ინდუსტრაში გარკვეულ ტრენდად ჩამოყალბდა გარემოს დაცვის თემატკაზე შიშველი მოდელების პოზირება.

ამბობენ, უფრო მეტ ყურადღებას იპყრობსო 🙂

Read the rest of this entry »

მოდა იმაზე მეტ მსხვერპლს მოითხოვს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ!

Read the rest of this entry »

კამპანიის ინიციატორებს ქვემოთ წარმოდგენილი ბანერებით სურდათ ეთქვათ, რომ პრობლემის მხოლოდ ზედაპირული დამალვით პრობლემა არ წყვეტს არსებობას. Read the rest of this entry »

იყო და არა იყო რა,
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?

ერთ მშვენიერ დილას 17 სახლში ერთმანეთისათვის სრულიად განსხვავებული ინტერესებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებმა გაიღვიძეს, რომელთა გზები ჭავჭავაძის 17ა-ში გადაიკვეთა.

თითოეულმა ჩვენგანმა გაუ თბილისის პიარ სკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შესახებ სხვადასხვა საშუალებებით შევიტყვეთ. ზოგმა ფეისბუქზე ნახა, საიტი დაათვალიერა, ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა წერილი, ზოგს კი უბრალოდ მეგობარმა ურჩია. ასე იყო, თუ ისე, ყველანი ღია კარის დღეზე შევიკრიბეთ და მერე, სწავლაც დაიწყო.

3 თვე, თითქოს ცოტა დროა, იმდენად ცოტა, სწავლას კი არა, გაცნობასაც ვერ მოვასწრებთ-მეთქი ერთმანეთის, ვფიქრობდი, მაგრამ ………..
ყველაფერი გასამდა……
3 თვე, კვირაში 3 ლექცია, თითო 3 საათი…….
მოკლე ხანში, 3 ჯგუფი, 3 პრეზენტაცია, 3 თემა, საბოლოო გამოცდისთვის მაქსიმუმი 150 ქულა, ესეც 3-ჯერ 50 
საბოლოოდ კი, ჩვენთვის შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ლექტორებისთვის კი შედეგი და მოლოდინი ერთმანეთს გაუტოლდა და ჯამში პიარ სკოლის ისტორიაში სტატუსი ”ძალიან კარგები” მივიღეთ. 

კარგები ვიყავით, მაგრამ ”ძალიან”-ს დამსახურება უნდა, თავი, რომ არ ვიქო, ან არ ვაქო მთელი კურსი, მოკლედ მოგიყვებით ჩვენს პიარსკოლურ საქმიანობას. ლექციებზე სიარულის, მეცადინეობის, მოსმენის, არდაგვიანების, არგაცდენის გარდა, პირველები ვართ, რომლებმაც საკუთარი ადგილის პიარში დამკვიდრება სწავლის პროცესშივე დაიწყო. სოციალური მედია რომ გავიარეთ, ლექტორმა და სკოლის მენეჯერმა თიკო სამყურაშვილმა სოციალურ ქსელებში აქტიური პიარ-კამპანიის წარმოება დაგვავალა.

თემები განსაზღვრული გვქონდა:
1.  ჯანსაღი ცხოვრების სტილი (Healthy style)
2. მოდური ტენდენციები და საყიდლები ( Shopping stye)
3. გარემოს დაცვა და გამწვანება (Green style)

რას და როგორ ვაკეთებდით, ამას არ მოვყვები, თქვენც თვალს ადევნებდით ჩვენს ფან გვერდებს ფეისბუქზე და იმიტომ, უბრალოდ გეტყვით, რომ საგამოცდო პრეზენტაციებიც ამ თემებმა მოიცვა, იმ განსხვავებით, რომ სოციალური მედიის გარდა კიდევ 9 საგანი უნდა ჩაგვეტია PPT File-ში და შემდეგ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კუთხით განგვეხილა.

მე და ჩემმა ჯუფმა ბევრი ვეცადეთ, თუ ცოტა, ვირტუალურ სამყაროში შევიკრიბეთ და კოსმოსური სიგნალების დახმარებით ჩვენი იდეები გავცვალეთ, შემდეგ ვიფიქრეთ და ერთ სლოგანზე შევჯერდით „ ჩაებით ბუნების დაცვის ჯაჭვში“.
საკომუნიკაციო მესიჯი კი კარგად გვქონდა განსაზღვრული, მაგრამ საკომუნიკაციო არხებთაან მთლად კარგად ვერ დავაკავშირეთ, სადღაც ეს ჯაჭვი თხელი აღმოჩნდა და გაწყდა…

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ზღაპარს ბედნიერი დასასრული არ ჰქონდა. მართალია, მესამე ადგილზე გავედით, მაგრამ 120 ქულიანი ბარიერი მაინც გადავლახეთ და სერტიფიცირებული დიპლომებიც მივიღეთ.
ჭირი იქა,
ლხინი აქა,
ქატო იქა,
ფქვილი აქა,
ელასა მელასა,
პიარ სკოლის ლხენასა !!!

ნათია ჩემინავა – ჯგუფი ”გარემოს დაცვა”

აპრილის დასაწყისში ჯეპრას ფეისბუქის რესურსებს კიდევ ერთი გარემოს დაცვის რესურსი დაემატება. გთხოვტ, ითანამშრომლოთ ჩვენთან ამ საკითხშიც.

მანამდე კი მძიმე, მაგრამ სამართლიან კლიპს გთავაზობთ, რომელიც “გრინპისის” გარემოს დამცველებმა “ნესტლეს” საწინააღმდეგო კამპანიაში გამოიყენეს.

სუსტი ნერვების პატრონებს,ვურჩევთ კლიპს არ უყურონ!

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE