You are currently browsing the tag archive for the ‘ტენდერი’ tag.

იხილეთ მბული: https://tenders.procurement.gov.ge/public//?go=41155#state_last_events

nyc_2014_taxi_nissan_1

ნიუ იორკში ახალი წლიდან ახალი ტაქსები ივლის. გუშინ ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა გამოაცხადა, რომ ტენდერის საფინალო სტადიაზე 3 კომპანია გადავიდა: ფორდი, ნისანი და თურქული ყარსანი.

 

nyc_2014_taxi_nissan_2

ნისანის მიერ წარდგენილია მოდელი, რომელიც კომპაქტის NV200 Vanette-ის ბაზაზეა აწყობილი. მოდელი საწვავის ჰიბრიდული მოხმარების პრინციპზე იქნება აწყობილი.

nyc_2014_taxi_ford_1

nyc_2014_taxi_ford_2

ფორდის მიერ წარდგენილი მოდელი ფორდ ტრანზიტ-კონექტის ბაზაზეა აწყობილი და ელექტრმობილის ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

Karsan Taxi Exterior

Karsan Taxi

საინტერესო აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანაში უცნობი თურქული მწარმოებლის ყარსანის მოდელი, რომელიც მგზავრების ადგილმდებარეობით ლონდონური ტაქსის პრინციპსაც იზიარებს. თუმცა, მისგან განსხვავებით მძღოლთან ზურგით, მხოლოდ ერთი მგზავრი ჯდება.

ამ მოდელში საინტერესოა, აგრეთვე ბარგის შენახვის ადგილიც, რომელიც მძღოლის გვერდით მდებარეობს.

Karsan Taxi

საინტერესოა, რომ სამივე წარმოდგენილ მოდელში ბარგის ადგილის მოცულობა გაზრდილია თავად ნიუ იორკის მერიის მოთხოვნით.

გამარჯვებული ავტომწარმოებელი უახლოეს 10 წელიწადში მილიარდი დოლარის შეკვეთას მიიღებს.

Gov 2.0 საზოგადოებასთან ურთიერთობა საჯარო უწყებებში

Government 2.0. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ საჯარო უწყების საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მეთოდიკის გამოყენება საქამიანობაში, გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, სამოქმედო და ტაქტიკური გეგმების შედგენა, საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაზისო დოკუმენტების შედგენა, მედიასთან ურთიერთობის ახალი ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო მოდელისა და წარმატებულად ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა.რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.

http://prschool.ge/geo/applicationform.php

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს ორეტაპიან კონკურსს სარეკლამო მომსახურების შესყიდვაზე ერთი წლის განმავლობაში.

გასაწევი მომსახურება:

** კალმებზე, კეპებზე, მაისურებზე, სპეც-ფორმებზე, პოლიეთილენის პაკეტებზე, საათებზე, დროშებსა და ჭიქებზე ლოგოს დატანა;
** სარეკლამო კონსტრუქციების, ბანერების, ბროშურებისთვის ჩასაწყობი დაფების დამზადება;
** ბლოკნოტების, ფოლდერების, ბროშურების, ფლაერების, ტრიპლეტების, კვარტალური გამოცემების, მისალოცების, მოსაწვევების, ბლანკების, კონვერტების, სხვადასხვა ზომის სტიკერების დაბეჭდვა AA1, A2, A3 ფორმატებზე;
** მანქანების შეფუთვა – ტენტებზე ლოგოს დაკვრა, სტიკერების გაკვრა
** დიზაინერული მომსახურება;
** სხვა სარეკლამო მომსახურება.

პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად მეტი მომსახურების გაწევას.

პირველი ეტაპისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** საკონტაქტო პირის მონაცემები: სახელი, გვარი, თანამდებობა და კომპანიის საბანკო რეკვიზიტები;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან, რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
** კომპანიის ბოლო ორი (2) წლის ბრუნვა;
** ანალოგიური განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი და დამკვეთების საკონტაქტო ინფორმაცია;
** ჩამონათვალი ზემოთ ხსენებული მოთხოვნილი მომსახურეობის სახეობებიდან, რომელთა განხორციელებაც შეუძლია მონაწილეს;
** ინფორმაცია საკვანძო პერსონალის გამოცდილების შესახებ;
** სარეკომენდაციო წერილები დამკვეთი კომპანიებისგან.
** დაწვრილებითი ინფორმაცია კომპანიის შექმნისა და საქმიანობის შესახებ.

პირველ ეტაპზე შერჩეული კომპანიები მოწვეულნი იქნებიან დამატებითი ინფორმაციისა და ფასების წარმოსადგენად.

კომპანია იტოვებს უფლებას, მომსახურების გასაწევად შეარჩიოს როგორც ერთი, ისე რამოდენიმე კომპანია.

წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2010 წლის 2 ივლისი, 18:00 სთ. წინადადებები მიიღება დალუქულ კონვერტში, შესყიდვების განყოფილებაში, შემდეგ მისამართზე:

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”
მის.: კოსტავას I შესახვევი 33
ტელ: +(995) 487 143
ელ. ფოსტა: isakvarelidze@georgianwater.com
საკონტაქტო პირი: ირაკლი საყვარელიძე

“World Vision” საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და შიდსის პროგრამა აცხადებს კონკურსს ლოგოს შექმნაზე.

პროგრამის საქმიანობა:

** ბავშვთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
** ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა (სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს, ალკოჰოლიზმის და ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანია)
** აივ/შიდსი, ტუბერკულოზი და სხვა გლობალური დაავადებები.

პროგრამის სლოგანია “გაუფრთხილდი ჯანმრთელობას”.

ტექნიკური მოთხოვნები:

** პროგრამის ლოგო ვიზუალურად უნდა შეესაბამებოდეს “World Vision” საქართველოს ლოგოს (იხ. თანდართული ფაილი)
** ლოგოს კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის საქმიანობის შინაარსს.
** პროგრამის სლოგანი ლოგოს განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
** გამარჯვებულ ლოგოზე საავტორო უფლება ექნება მხოლოდ “World Vision” საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და შიდსის პროგრამას.

კორელში შესრულებული და დისკზე ჩაწერილი ლოგოს ესკიზის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 აპრილი, 12:00 სთ. მას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

** მომსახურების ფასი დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით (ფასები მიუთითეთ მხოლოდ ლარში)
** საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები.
** მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი და კლიენტების საკონტაქტო ინფორმაცია.
** კომპანიის შემთხვევაში – გადასახადების გადამხდელის მოწმობა.

გთხოვთ ზემოთ აღნიშნული საბუთები მოიტანეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, “World Vision” საქართველოს ოფისი, იმედაშვილის ქ. 18/17. ტელ: 43 35 49/50/51/52

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE