ჯენიფერ ლოპესი აღარ იქნება  ფიატ 500-ის სახე ამერიკაში.

ყოველ შემთხვევაში ფიატის ბოლო კლიპში მის მაგივრად ჩარლი შინი მონაწილეობს, ხოლო მისი კამპანიაში ჩართვის შესახებ კრაისლერმა პრეს-რელიზიც გაავრცელა.

ჩარლი შინი ახალ კლიპში რუმინელ მოდელთან კატრინელ მენგიასთან ერთად მონაწილეობს.

საინტერესოა, რომ მენგიას მონაწილეობით შექმნილი კლიპი ამერიკაში დაბლოკილია და მისი ნახვა მხოლოდ იუთუბზე სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მომხმარებელს შეუძლია.