როდესაც პიარ სკოლის ბლოგისთვის პოსტის მასალას ვეძებდი, ერთ-ერთ საიტზე ჩემი ყურადღება მიიპყრო საკმაოდ კარგი დიზაინის და ვიზუალის მქონე სარეკლამო პოსტერებმა. ეს არის კამპანია ფეხით მოსიარულეთათვის, რომლებიც ვერ ელევიან ქუჩაში გადაადგილებისას ყურსასმენებით ხმამაღლა მუსიკის მოსმენას.

თავის მხრივ ეს პოსტერები, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, საკმაოდ კარგად გამოხატავენ კამპანიის მთავარ მესიჯებს. მაგრამ ჩემი გაკვირვება გამოიწვია ამ სარეკლამო აქციის შემკვეთმა. ეს, არც მეტი. არც ნაკლები „ავსტრალიის ფეხით მოსიარულეთა საბჭოა“ (Pedestrian Council of Australia). თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, როგორც „მზიანი საქართველოს“ მაცხოვრებელისთვის, საკმაოდ უცნაური და სასაცილოც კი აღმოჩნდა ასეთი „საბჭოს“ არსებობა 😀

მაშ ასე, წარმოგიდგენთ შეპირებულ პოსტერებს: