You are currently browsing the tag archive for the ‘არა ფალსიფიკაციას’ tag.

მიუხედავად იმისა, რომ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მსოფლიოში დღითიდღე მეტი ორგანიზაცია ერთიანდება, ფალსიფიკატორების გაკონტროლება მაინც ვერ ხერხდება.

ყალბი პროდუქციით ორიგინალის ჩანაცვლება შეეხო ტექნიკის ბაზარზე უმსხვილეს კომპანიებს.  „პატენტი“ არის წყარო, რომელიც აიძულებს Apple, Microsoft და Samsung -ს მუდმივად იყვნენ ჩართულები სასამართლო პროცესებში.

გასულ წელს, 107 792 პატენტი შეიქმნა ამერიკაში, IBM, Samsung, Microsoft, Canon და Panasonic კი პირველ ხუთეულში მოხვდნენ, რომელთაც ფალსიფიკაცია ყველაზე მეტად შეეხოთ.

Read the rest of this entry »

ფალსიფიკაციასთან ბრძოლის დროს, აღმოვაჩინეთ, რომ გაყალბების შემთხვევები გავრცელებულია მობილურ ტელეფონებში.

რატომ ვიძენთ ფალსიფიცირებულ ტელეფონს, არის თუ არა ეს გამყიდველის/მწარმოებლის მიერ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუ ეს არის შემთხვევა, როცა თავად ვიტყუებთ თავს, – ამის გარკვევას  „არა ფალსიფიკაციის“ გვერდი შეეცადა.

აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონის შეძენისას მომხმარებლის უმეტესობა პირველ რიგში ფასს ანიჭებს უპირატესობას, შემდეგი პრიორიტეტი კი ტელეფონის ვიზუალური მხარე და ფუნქციებია. ხარისხი კი, რომელიც წესით ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევის ერთგვარ გარანტად უნდა იქცეს, ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება.

პრობლემაში გასარკვევად სავაჭრო ცენტრ „გოლეთიანის“ დირექტორს ბონდო გოლეთიანს მივმართეთ, რომელიც იაფფასიანი, იატაკქვეშა ტელეფონების შემოსვლის ტენდენციას ბანკების მიერ სესხის გაცემის შემცირებას უკავშირებს. თუ 2008 წლის ომამდე, მომხმარებელს შეეძლო ბანკის დახმარებით მაღალფასიანი ტელეფონის განვადებით, თუ გარკვეული სესხით გამოტანა, კრიზისის შემდეგ, ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან ერთად  მყიდველუნარიანობამაც დაიწია საქართველოში და არჩევანიც დაბალფასიან, ფალსიფიცირებულ ტელეფონებზე შეჩერდა.

ფალსიფიკაცია საქართველოში ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ტელეფონების ლიდერს „ნოკიას“ შეეხო.

თუ ტელეფონის შეძენას გადაწყვეტთ, 100 თვალი და 100 ყური გამოიბით, რადგან სახლში მისულს, შესაძლოა „ნოკიას“ მაგივრად ხელში „ნოკლა“ აღმოგაჩნდეთ.

Read the rest of this entry »

”არა ფალსიფიკაციას/Say NO to Falsification”  გვერდის ფეისბუქზე გამოჩენისთანავე, ბევრმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი მასთან თანამშრომლობის, ხოლო სოციალური მედიის აქტიურმა წევრებმა კი მოიწონეს იდეა და ფალსიფიკაციას არა გამოუცხადეს.

მათ შორის იყო პიარ სკოლაც,  თუმცა მანამდე

სხვადასხვა ბლოგზე გამოჩნდა ისეთი პოსტები, როგორიც არის “ადიბასი, დუმა და გაყალბებული ბათუმი”, ”ჯოჯოხეთი, რემონტი, საშა”, ”ნუ იქნებით მოტყუებულები”, ამის შემდგომ კი ბლოგერები ფალსიფიკაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და სამოყვარულო კამერით გადაღებული მოკლედ ვიდეო-რგოლები ჩაწერეს ტექსტით: ”მე ვარ ბლოგერი, მე არ შევიძენ ფალსიფიცირებულ პროდუქციას”.

გთავაზობთ იმ ვიდეო-მასალას, რომელიც არა ფალსიფიკაციის გვერდის მეშვეობით გავრცელდა.

ქართულ ბაზარზე თურმე ფალსიფიცირებული ”კაბელებიც” იყიდება. ამის შესახებ არა ფალსიფიკაციის გვერდს ინფორმაცია საქკაბელმა მიაწოდა, ბლოგერმა ზურიუსმა კი ყალბ სადენებზე ვიდეო-პოსტი მოამზადა.

როგორც იცით, ელექტროენერგიის სადენები აუცილებლად სპილენძის ან ალუმინისგან მზადდება. მასში რკინის გამოყენება დაუშვებელია, რადგან რკინა დენის ცუდი გამტარია და  სადენების გადახურებას იწვევს. ამან კი ყველაზე კარგ შემთხვევაში, შესაძლოა მეტი ელექტროენერგია დაწვას და უარეს შემთხვევაში ხანძარი გამოიწვიოს.

გთავაზობთ ვიდეო-რგოლს, რომელშიც ზურიუსი ნამდვილი და ფალსიფიცირებული სადენების ერთმანეთისგან განსხვავების მარტივ გზას გვთავაზობს.

ამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე ახალი გვერდი ”არა ფალსიფიკაციას/Say NO to Falsication” გამოჩნდა.

პიარ სკოლის მისიაა, საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა–განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.

შესაბამისად, ჩვენ ჩვენის მხრივ ვეუბნებით ”არას” ფალსიფიკაციას განათლებაში, თუმცა ფალსიფიკაცია უფრო ფართო ცნებაა და ყველგან, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ასევე სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება.

მიგვაჩნია, რომ ფალსიფიცირებული პროდუქტების ბაზარზე გამოჩენა, ხელს უშლის ქართული ბიზნესის განვითარებას, ხოლო მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და მათთვის უხარისხო, ყალბი პროდუქტების შეთავაზება თითოეული ჩვენგანის უფლებების დარღვევაა.

პიარ სკოლა თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს პიარსკოლელების ინფორმირებას საქართველოში დაფიქსირებული ფალსიფიკაციის შემთხვევების შესახებ და მოპოვებული მასალები მიაწოდოს სპეციალურად ფალსიფიკაციის წინააღმდეგ შექმნილ გვერდს ”არა ფალსიფიკაციას/Say NO to Falsication”.

ყველას, ჩვენი ფეისბუქის გვერდზე მყოფსა თუ ბლოგის მკითხველს, უმორჩილესად გთხოვთ შეუერთდეთ ”არა ფალსიფიკაციას/Say NO to Falsication”-ის გვერდს, ერთად გამოვუცხადოთ ”არა” ფალსიფიკაციას.

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE