You are currently browsing the tag archive for the ‘twitter’ tag.

ბოლო სამ წელიწადს ნამდვილად შეიძლება, ეწოდოს სოციალური მედიის წლები, რადგანაც ერთგვარი რევოლუციები ამ სფეროში სულ უფრო ხშირად ხდება. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ამ წლის სოციალური მედიის სტატისტიკას, რომელიც ძალიან მარტივად გიჩვენებთ, რა ხდება იმ სოციალურ ქსელებში, რომლებიც მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. მაშ ასე: Read the rest of this entry »

ლოგოს დიზაინერმა Graham Smith -მა საინტერესო პროექტი, სახელწოდებით „Brand Reversioning“  შექმნა, რომლის მიხედვითაც ბრენდის ლოგოს ვიზუალური სტილი სხვა ბრენდის ვიზუალური სტილით იცვლება. მიზანი ერთია, – კრეატივი … სტილი.

ამ ათუ იმ ბრენდის ლოგოში ცვლილებები შეტანილია დიზაინერის შთაგონების მიხედვით,  – როგორ ხედავს გრაჰამი ამა თუ ბრენდს, ანუ მისი აზრით, რა ფერების წყალობით არ დაკარგავდა ლოგო ესთეტიურობას.

Read the rest of this entry »

პარასკევი მთლად საგიჟე გამოდგა… დილიდან გადარბენები, პროდიუსერებთან რეკვა, „ქართული ლუდის“ პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში და უამრავი დეტალი, რომელიც სულ უნდა აკონტროლო. თან ტელეფონიც გამიფუჭდა ბედად და დავრჩი ხელმფეხმოჭრილი.

Read the rest of this entry »

კიბერსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, პოპულარული და, რაც მთავარია, ლა-კო-ნი-უ-რი სოციალური ქსელის, twitter-ის ოფისი ისეთივე სადაა, როგორც თვითონ პროდუქტი. გთავაზობთ სან-ფრანცისკოს ოფისს, რომელიც ლაკონიურობითა და კრეატიულობით გამოირჩევა. მის დიზაინზე, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ტვიტერის დამაარსებლისა და  კომპანიის ექს-გენერალური დირექტორის, ევან უილიამსის მეუღლემ, სარა მორიშაიგმა იზრუნა.

Read the rest of this entry »

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობის 6% ანუ დაახლოებით 2 მლნ ადამიანი,

სამუშაო დღის პერიოდში საშუალოდ 1 საათს სოციალურ ონლაინმედიაზე ხარჯავს.

მოსამსახურეთა მხრიდან სამუშაო დროის ასეთი ფლანგვა ბრიტანულ კომპანიებს წელიწადში 14 მლრდ ფუნტი სტერლინგით აზარალებს.

დასაქმებულ ბრიტანელთა ნახევარი (55%) აღიარებს, რომ სამუშაო საათებში სოციალური ქსელით სარგებლობს. მაშინ როცა ისინი ფოტოებისა და ვიდეორგოლების ატვირთვაზე, პროფილების განახლებაზე, პოსტების შექმნასა და წაკითხვაზე იმდენ დროს ხარჯავენ, რომ ეს მათი სამუშაოს პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება.

ექსპერტთა თქმით, გამოკითხულთა მხოლოდ 14% ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სოციალური ქსელები მათი სამუშაოს ეფექტურობას ზიანს აყენებს. 10% იმასაც კი აცხადებს, რომ სოციალური ქსელების წყალობით უფრო პროდუქტიულად მუშაობს.

გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ სამუშაო საათებში სოციალურ ქსელებით სარგებლობაზე შეზღუდვა არ უნდა მოქმედებდეს. მხოლოდ მესამედი ეთანხმება იმ აზრს, რომ სამსახურში Facebook-ის, Twitter-ის, Flickr-ისა და YouTube-ის მომხმარება აკრძალული უნდა იყოს.

P.S. თქვენ როგორ ფიქრობთ? 🙂

“კანადა ტურისტულად მეტად საინტერესო ქვეყანაა, უბრალოდ ამერიკელები ძალიან დაკავებული ხალხია და მათ ეს როგორმე უნდა გავაგებინოთ”, – ამბობენ კანადელები.

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ისევ ინტერაქტიურობა და თანამედროვე სოციალური მედიის, კერძოდ კი ტვიტერის მეშვეობით კანადის პრომოუშენი გადაწყვიტეს.

“მართლაც საინტერესო და ეფექტური გამოვიდა და შედეგიც უკვე გვაქვს უზარმაზარიო”, – ამბობენ კანადელები :).

Social Media Demographics: Who’s Using Which Sites?

Which Companies Are the Most Social?

Are We Addicted to the Internet?

საკმაოდ, დიდი ხანი ვფიქრობდი, რა დამეწერა ან როგორ დამეწერა… რატომღაც ფოტოგრაფიაზე წერა მოვისურვე…. მაგრამ ახლა სხვა პრობლემა გამიჩნდა… დავიწყე ფიქრი, თუ რომელი ფოტოგრაფი ამერჩია და… უცაბედად, გამახსენდა ჩემი მეგობარი რუსა, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ დამათვალიერებინა ფოტოგრაფი ქალის, მაია გოდედის ნამუშევრები, რამაც ძალიან აღმაფრთოვანა… ის საკმაოდ შთამბეჭდავია…. და დღეს წარმოგიდგენთ მას!

ეს ფოტოები გადაღებულია მეხიკოში ერთ–ერთ, არც ისე, პრესტიჟულ უბანში, რომელსაც მეხიკოელები plaza de la soledad_ს (სიმარტოვის მოედანს) უწოდებენ, სადაც პატარ-პატარა სასტუმროები დგას და ნებისმიერი ასაკის ქალი საკუთარი სხეულით ვაჭრობს.

ეს არის ის პირველი ფოტო, რომელმაც, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ეს იყო 13 წლის გოგონა, აფროდიტა, რომელსაც დედა პირველი ღამისთვის ამზადებს… მე დღემდე იმ პირველი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ…

რაც შეეხება სხვა ნამუშევრებს, ისინიც საკმაოდ ეფექტურია… ეფექტური და დასამახსოვრებელი არიან ფოტოს მთავარი გმირებიც… იმდენად სიღრმისეულად ჰყავს ფოტოგრაფს თითოეული მათგანი დანახული, რომ საკმაოდ შემზარავი და შემაშფოთებელია ჩემთვის… რამხელა ემოციაა ასახული, თითქოსდა მათ არაფრის მთქმელ სახეებზე…

თამუნა ლომსაძე

სერბეთის ნაკრძალ Zasavica-ში ბინადრობს ცხოველი, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული ყველისთვის საჭირო ნადლეულს იძლევა. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, საუბარია ჩვეულებრივ ვირზე, რომლის რძისგანაც წარმოებული ერთი კილოგრამი ყველი Pule  1000 ევრო ღირს. როგორც ფერმერები ამბობენ, ასეთი მაღალი ფასი ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა, კერძოდ, წარმოებული ყველი ძალზე გემრიელი და სასარგებლოა, გარდა ამისა, ვირი ძალზე მცირე რაოდენობის რძეს იძლევა, რაც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე აისახება. მაგალითისთვისერთი ვირი წლის განმავლობაში სულ 8-10 ლიტრ რძეს იწველება, ერთი კილოგრამი ყველის ამოსაყვანად კი დაახლოებით 25 ლიტრი რძეა საჭირო. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ვირის რძისგან დამზადებული ყველი შეზღუდული რაოდენობით და წინასწარი შეკვეთით იყიდება.

ნახეთ ეს საყვარელი და ხმაურიანი ცხოველი, რომელიც, თურმე, საკმაოდ გემრიელ და ძვირადღირებულ ყველისთვის საჭირო ნედლეულს იძლევა…

P.S კახელებო, გამოფხიზლდით… ვირები, სულ ტყუილად, დაყიდეთ…

ჩემპიონატთან დაკავშირებული პირველი რეკლამა ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში გაჩნდა, საიდანაც დაიწყო მასპინძელი ქვეყნის რეკლამირება და გაცნობა.

შემდგომ პერიოდში კი გააქატიურდნენ ისეთი კომპანიები როგორებიც არიან Adidas და Coca-Cola.

Jabriel

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE