ბანკი_რესპუბლიკა,_ლოგო,_ჯგუფი_სოსიეტე_ჟენერალიბანკი „რესპუბლიკა“/ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის განვითარების ოფიცრის   პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში

 მოვალეობები:

  • საიტის მართვა
  • სიახლეების, სპეციალური შეთავაზებების/ ბანერებისა/ სხვადასხვა ვიზუალური (გრაფიკული და ანიმაციური) მასალის განთავსება საიტზე
  • საიტზე ახალი გვერდის დამატება, არსებული გვერდის რედაქტირება
  • საიტზე არსებული გვერდების საძიებო სისტემებისთვის (SEO) განკუთვნილი სიტყვების შერჩევა და განთავსება
  • საიტის თავსებადობის მონიტორინგი სხვადასხვა სოციალურ ქსელებთან
  • საიტის ტექნიკური და შინაარსობრივი მხარის განვითარებაზე ზრუნვა
  • საიტისა და კომპანიის სხვადასხვა სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი  და რეპორტინგი
  • სოციალური მედიის არხების (facebook/twitter/youtube) მართვა და განვითარება

 მოთხოვნები:

  • განათლება მარკეტინგში/ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
  • facebook/ tweeter – ის გვერდის მართვის გამოცდილება (შესაძლებელია პირადი პროფილიც)
  • საიტის/ბლოგის მართვის გამოცდილება
  • SEO (search engine optimization)-თან მუშაობის უნარები და გამოცდილება
  • Adobe & Photoshop და სხვა გრაფიკული რედაქტორების ცოდნა
  • html/CSS საფუძვლების ცოდნა
  • ვებ სტანდარტების, თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებისა და მისი ტენდენციების ცოდნა
  • „კომერციული/მარკეტინგული ხედვა „– საიტზე განსათავსებელი მასალის მარკეტინგული კუთხით ადაპტირების უნარი
  • ქართულად წერითი და ზეპირი მეტყველების განსაკუთრებულად კარგი უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა

 პიროვნული თვისებები:

  • ოპერატიული
  • პუნქტუალური
  • დეტალებზე ორიენტირებული

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ მისამართზე: teona.samsonadze@republic.ge;   განცხადების ბოლო ვადა 24 აპრილი, 2015. გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

22

როგორი უნდა იყოს საუზმე? მეც­ნი­ე­რებ­ის მტკიცებით, დი­ლის კვე­ბა მსუ­ბუ­ქი უნ­და იყოს… დიდი ხნის განმავლობაში ისიც მი­იჩ­ნე­ო­და, რომ სა­უზ­მე ნო­ყი­ე­რი უნ­და იყოს, რად­გან ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს ენერ­გი­ით ამა­რა­გებ­და, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩვენა, რომ ნო­ყი­ე­რი  სა­უზ­მე არათუ სა­სარ­გებ­ლო, არა­მედ მავ­ნე­ბე­ლიც კი არის, რად­გან გაცხ­ი­მოვ­ნე­ბას იწ­ვევს…

Read the rest of this entry »

manqanebiფოტოგრაფი კრის ჯორდანის საქმიანობას საყოფაცხოვრებო ნარჩენების ფოტოებზე ასახვა წარმოადგენს. ის დამტვრეულ მანქანებს, მობილურ ტელეფონებს, ცელოფნის პარკებსა და სხვა ყოველდღიური  ნივთების „სასაფლაოებს“ იღებს…

Read the rest of this entry »

image_t6

ყავის სახეობის სიყვარულსა და ადამიანის ხასიათს შორის კავშირი არსებობს. კონკრეტული ტიპის ყავის სიყვარულს შეუძლია გაამჟღანოს, რამდენად ღია ან ჩაკეტილი, მომთმენი, გულითადი თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მეცნიერმა რამანი დურვასულამ ყავის 1000 მოყვარულს შორის ჩაატარა კვლევა.

Read the rest of this entry »

titanic-3D-004-120330-02აგერ უკვე 112 წელი გავიდა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქმნილება, ლაინერი “ტიტანიკი” ატლანტის ოკეანის წყვდიადში გაუჩინარდა და მოჩვენებების სასახლედ იქცა. საზოგადოების ინტერესი დღემდე არ ცხრება ამ საოცარი მოვლენის შესახებ. კრეატიულმა დიზაინერებმა კი, როგორც ჩვევიათ ხოლმე, ყოველივე ეს საინტერესო ვიზუალით შეფუთეს და საინტერესო ინფოგრაფიკა მოგვაწოდეს. ასე რომ, ამ პოსტში ნახავთ ტიტანიკს, გაიგებთ მისი ჩაძირვის მიზეზებსა და მასშტაბებს, თუ რეალურად რამხელა იყო იგი. ჩასკროლეთ პოსტი 😉

leading-infographic-design-company-designer-infographics-947590

Pixar Movies Final1 02 Infographicჩვენს ბლოგზე ხშირად შეხვდებით პოსტებს, რომლებიც სათქმელს ინფოგრაფიკების სახით გადმოცემენ. ახლა გიამბობთ თავად ინფოგრაფიკის რაობაზე, მის დანიშნულებასა და აგების პრინციპებზე. ამ პოსტში იხილავთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებითაც თქვენ მიიღებთ ყველაზე დახვეწილ – ლაკონიურ ინფოგრაფიკას. ყოველივე ამას კი, რა თქმა უნდა, ინფოგრაფიკის სახით მოგაწვდით 🙂

infographic

main pictureქართველები რომ ყველაზე კრეატიულები, ყველაზე შემოქმედებითი ნიჭით აღსავსენი, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე მართლები და საერთოდაც „ყველაზე, ყველაზეეეეები“ ვართ ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. თუმცა, რატომღაც ეს ყველაფერი პრაქტიკაში არ ჩანს 🙂

Read the rest of this entry »

Image

მე წავიქეცი და… როცა დილა თენდება, დედაჩემი ფარდას წევს, რომ მზე დავინახო.. როცა მზის დანახვა მბეზრდება, ისევ დედას ვეძახი, რომ ოთახი დააბნელოს.. შემდეგ ვიძინებ. ძილში მესიზმრება, რომ მე ვიცვამ ჯინსებს, კედებს და გავრბივარ.. ფორესთ გამფის მსგავსად გავრბივარ.. უსასრულობისკენ. მივყვები გზას, რომელიც არ სრულდება.. ვეჭიდები მზის სხივებს და კიბით ზეცისკენ ავდივარ.. ამ დროს დედა მაღვიძებს, ჭამის დრო მაქვს. საოცარი ტკივილები მაქვს წელის არეში..

ვკითხულობ ბევრს. ხომ უნდა მოვკლა დრო რამეში… ვცდილობ, არ ვიფიქრო.. მაგრამ როცა წევხარ, სხვა რა საქმე გაქვს.. ჰო, კიდევ ფილმებს ვუყურებ და რაღაცებს ვწერ.. ვწერ რა, ჩემთვის „ვჩხაპნი“ რაღაცებს.

მეგობრებს ხშირად ვხედავ. მოდიან ჩემს სანახავად, ცოტას ვსვამთ, ვუყვებით რაღაცებს ერთმანეთს, ვიხსენებთ ბავშვობის დროინდელ ამბებს, ვთამაშობთ შახმატს.. ვინც წააგებს, მან უნდა გამასეირნოს.. თამაშის ასეთი ფორმა, ჩემმა მეგობარმა ლილამ მოიფიქრა. ზამთარში ცოტა რთულია ჩემი აკიდება, ეტლი მძიმეა.. არაადაპტირებული გარემო ჩემს გადაადგილებას კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის.. მაგრამ ლილა დამპირდა, რომ როგორც კი დათბებოდა, ხშირად გამასეირნებდა..

ხშირად ვიღლები, მაგრამ ამის გამო არავის ვადანაშაულებ. პირიქით, მომავლის იმედი მაქვს და კეთილი ადამიანების. ვიცი, რომ ასეთები არსებობენ..

ზურგი ისე მტკივა. კორსეტით ვიმაგრებ. ნემსებით ვიყუჩებ ტკივილს. არადა, ბოლო 10 წელია ამ თემაზე მუშაობენ და სერიოზული პროგრესია ამ მიმართულებით. თუმცა რაღაც მაინც გვაკლია.. ერთად დგომა გვაკლია.. არადა…

მე პატივს გცემ შენ.. თქვენ.. ყველას. ჩვენში მთელი სამყაროა ჩატეული.. მე პატივს ვცემ იმ ადგილს შენს არსებაში, სადაც, ჩემი და ჩემნაირების სიყვარული და მზრუნველობაა ჩატეული!

მე სულ ცოტა მჭირდება შენგან.. თანადგომა! მე წავიქეცი და.. ზურგის ტვინი დამიზიანდა!

დამეხმარე!

ხატია ალფაიძე

2014 წლის 4 მაისს გაიმართება სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო, ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება – Wings For Life World Run … ჩვენი დროით, 14:00 საათზე, კახეთში, საქართველო ხდება მსოფლიოს ნაწილი და იღებს სტარტს ღონისძიების მონაწილე დანარჩენ 34 ქვეყანასთან ერთად. დავრბივართ ყველა ზურგის ტვინის დაზიანების პრობლემის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად.
 
აქ მთავარი გამარჯვება და სირბილი არ არის, მთავარია მონაწილეობა, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას შშმ პირების მიმართ. სტატისტიკის მიხედვით, მარტო საქართველოში დაახლოებით 15-დან 18 000-მდე ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, მსოფლიოში კი 3 მილიონზე მეტი ადამიანი საჭიროებს ინვალიდის ეტლს. ძირითადი გამომწვევი მიზეზი კი ავტოსაგზაო შემთხვევებია… ეს საერთო პრობლემაა, გადაჭრის გზების ძიება კი საერთო საზრუნავია… ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს!..
 
გავიაზროთ, რომ მსოფლიო რბენაზე მონაწილეობისთვის არ ვიხდით საფასურს. 20 ლარი, რომელსაც ვიხდით დარეგისტრირების დროს, ირიცხება Wings for Life-ის ფონდში, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
 
ვიყოთ ქველმოქმედები! ვაკეთოთ სიკეთე!
დავრეგისტრირდეთ !
დრო ცოტა გვაქვს. რეგისტრაცია 20 აპრილს სრულდება.

რუსი ფოტოგრაფის კატერინა პლოტნიკოვას საოცარი ნამუშევარი – მისტიკისა და მომხიბვლელობის სინთეზი, – ნამდვილი მტაცებლები, – ადამიანები და ცხოველები…

ერთი შეხედვით აღნიშნული ფოტოები ფოტოშოპის კარგ ნამუშევარს ჰგავს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის!

4575855-R3L8T8D-900-1

4576255-R3L8T8D-900-katerina-plotnikova-photography-9

4576455-R3L8T8D-900-2 (1)

4576555-R3L8T8D-900-3

4576955-R3L8T8D-900-4

4577055-R3L8T8D-900-5

4577105-R3L8T8D-900-6

4577205-R3L8T8D-900-7

4577305-R3L8T8D-900-8

4577405-R3L8T8D-900-9

4577505-R3L8T8D-900-10

4577605-R3L8T8D-900-11

4577705-R3L8T8D-900-12

4577805-R3L8T8D-900-13

4578005-R3L8T8D-900-14

4578105-R3L8T8D-900-15

4578205-R3L8T8D-900-16

4578305-R3L8T8D-900-17

4578405-R3L8T8D-900-v-UKGIoU1V4

კადრს მიღმა:

ფოტოსესია ჩატარდა ცხოველების მომთვინიერებლის ზედამხედველობის ქვეშ.. მხოლოდ ფოტოგრაფისა და მომთვინიერებლის დუეტის შედეგად გახდა შესაძლებელი მსგავსი ფოტოების გადაღება …

katerina-plotnikova-photography-22-1

 


00

მყავს მე თოჯინა..
ვატირებ მაშინ, მე ვტირი როცა,
ვაცინებ, მაშინ,
ვიცინი როცა!
ის მან მაჩუქა, მას შევხვდი როცა….

ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ მე ბავშვური ვარ. მჯერა ადამიანების. მარტივად მტკივა და მიხარია. მარტივად მწყინს და ვბრაზობ, თუმცაზუსტად ერთ წუთში, რაწამსაც გამიღიმებ, აღარაფერი მახსოვს. ეს არც კარგია და არც ცუდი. ან იქნებ კარგიც არის და ცუდიც?! არავინ იცის.

Read the rest of this entry »

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE